იოზილი: „არსენალში“ უსასყიდლოდაც გადავიდოდი“
„არსენალის“ ახალწვეული მესუთ იოზილი ლონდონურ კლუბში გადასვლით ბედნიერია და აცხადებს, რომ „მეთოფეებს“ უფასოდაც შეუერთდებოდა.
„უკვე აღვნიშნე, რომ ტრანსფერის განხორციელების აუცილებლობაში არსენ ვენგერმა დამარწმუნა. მასთან საუბრის შემდეგ მივხვდი, რომ მადრიდში ბევრი რამ დაკვარგე: გახსნილობა, პატივისცემა და ნდობა. ვენგერმა ამიხსნა, თუ როგორ გამომიყენებს და რას ელის ის ჩემი თამაშისგან. „არსენალში“ უსასყიდლოდაც გადავიდოდი. რაც შეეხება ადაპტაციის პროცესს, პერ მერტეზაკერი და ლუკას პოდოლსკი ძალიან დიდ დახმარებას მიწევენ“, – ციტირებს იოზილის სიტყვებს ესპანური გამოცემა AS .
შეგახსენებთ, რომ გერმანიის ნაკრების წევრი მადრიდის „რეალიდან“ „არსენალში“ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ერთი დღით ადრე გადავიდა. 24 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ ჩრდილოლონდონურმა კლუბმა 42.5 მილიონი ფუნტი გაიღო.
ბექა დოგრაშვილი