იოზილი: “იმისათვის, რომ გუნდის ლიდერი ვიყო, მოედანზე ყვირილი არ მჭირდება”
მესუტ იოზილი თვლის, რომ გუნდის ლიდერობისთვის აუცილებელი არ არის თანაგუნდელებს უყვირო და მეტი მოთხოვო, მისი თქმით ამის გაკეთება სხვა გზებითაც შეიძლება.
“ხმამაღლა საუბარი არ მჭირდება და არც არავის ვკიცხავ გასახდელში. ამ ხერხებით არასდროს მისარგებლია. თუმცა ვაღიარებ, რომ მიმდინარე სეზონში ხშირად მიწევდა თანაგუნდელების დარიგება, განსაკუთრებით მაშინ, როცა გუნდი აგებდა.
ასევე ხდება მოედანზეც. როდესაც გუნდს ამდენი ხნის მანძილზე გვერდში უდგახარ, ავტომატურად ლიდერიც ხდები. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენს თანაგუნდელებს უნდა უყვირო. მე მათთან მისვლას, მეგობრულ საუბარს და მათთვის დახმარების გაწევას ვამჯობინებ. მინდა, რომ გუნდს ყოველთვის დავეხმარო.” – განაცხადა იოზილმა.
პრემიერ ლიგის წლევანდელ სეზონში იოზილმა 18 შედეგიანი გადაცემის გაკეთება მოახერხა და სულ რაღაც 2 ასისტი აშორებს ტიერი ანრის რეკორდს, რომელმაც ერთ სეზონში 20 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.