იოზილი, შესაძლოა, პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
უცხოურ პრესაში გავრცელებულ უახლეს ცნობებს თუ დავეყრდნობით, მესუთ იოზილს ინგლისის პრემიერ ლიგაში დაბრუნების ძალიან კარგი შესაძლებლობა ეძლევა.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის იოზილი “ფენერბახჩეს” ღირსებას იცავს. მას შემდეგ, რაც მიკელ არტეტამ იოზილი ძირითადი შემადგენლობიდან ამოაგდო, ეს უკანასკნელი ხელფასის მნიშვნელოვნად შემცირების ხარჯზე თურქეთში გადაბარგდა.
რამდენადაც ჩვენთვის ცნობილი ხდება, გერმანელი ფეხბურთელის ტრანსფერით “ნიუკასლ იუნაიტედის” ახალი ხელმძღვანელები არიან დაინტერესებულნი. არაბი მესვეურები თვლიან, რომ “ნიუკასლს” ახლა ყველაზე მეტად სწორედ იოზილის შესაძლებლობების მქონე ნახევარმცველი სჭირდება.
33 წლის იოზილს, რომელიც ბოლო დროს კაპიტნის სამკლაურსაც ატარებს, “ფენერის” რიგებში ჩატარებულ ბოლო 10 მატჩში სამი გატანილი გოლი და ერთი საგოლე გადაცემა აქვს დაგროვილი.