იოზილიდან რაკიტიჩამდე: როგორი იქნებოდა “შალკეს” შემადგენლობა, ლიდერები რომ არ გაეყიდა

თარიღი: თებერვალი 12, 2016

როგორც იცით, მიმდინარე სეზონში გელზენკირხენის “შალკე” არც თუ ისე კარგად გამოიყურება, რისი მიზეზიც მეტწილად გერმანელთა სატრანსფერო პოლიტიკა გახლავთ.

არადა სავსებით შესაძლებელი იყო, რომ “ლურჯებს” მაღალი მიზნებისთვის ებრძოლათ. თუმცა “შალკეს” ხელმძღვანელობამ ცდუნებას ვერ გაუძლო და კლუბის ლიდერები გაყიდა.

სწორედ ასეთი იქნებოდა “შალკეს” შემადგენლობა, კლუბს ლიდერები რომ არ გაეყიდა:

მანუელ ნოიერი

პოზიცია: მეკარე

ასაკი: 29

ამჟამინდელი კლუბი: “ბაიერნი”

“შალკეს” რიგებში ჩატარებული მატჩი: 203

მანუელ ნოიერი “შალკეში” 5 წლის ასაკიდან თამაშობდა. ის გერმანული გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო პროდუქტია, რომელმაც გელზენკირხენელთა რიგებში 2011 წლამდე იასპარარეზა.

2010-11 წლების სეზონში გერმანიის თასის მოგების შემდგომ, გერმანელმა მეკარემ “ბაიერნში” მოისურვა კარიერის გაგრძელება, მიუხედავად ინგლისური გუნდების მხრიდან არსებული ინტერესებიდან და დღესაც ღირსეულად იცავს ბავარიული გრანდის კარს.

რაფინია

პოზიცია: მარჯვენა მცველი

ასაკი: 30

ამჟამინდელი კლუბი: “ბაიერნი”

“შალკეს” რიგებში ჩატარებული მატჩი: 198

ბრაზილიაში მოთამაშე რაფინიას თავდაპირველად ყურადღება სწორედ გერმანულმა “შალკემ” მიაქცია 2005 წელს. შემტევი შესაძლებლობების მქონე მცველმა თავისი შესაძლებლობები გერმანიაში მშვენივრად წარმოაჩინა, რის შემდეგაც ყველასთვის გასაკვირად, ის “ჯენოას” შეუერთდა 2010-ში.

სერია ა-ში გამართული რამდენიმე ბრწყინვალე მატჩის შემდგომ, მისი გადაბირების სურვილი “ბაიერნს” გაუჩნდა. ასე აღმოჩნდა ბრაზილიელი მცველი მიუნხენში, ნოიერის გვერდით.

კირიაკოს პაპადოპულოსი

პოზიცია: ცენტრალური მცველი

ასაკი: 23

ამჟამინდელი კლუბი: “ბაიერ ლევერკუზენი”

“შალკეს” რიგებში ჩატარებული მატჩი: 93

კირიაკოსი გერმანულ გუნდში 2010 წელს გამოჩნდა. მან “შალკეს” მესვეურთა ყურადღება საბერძნეთში, “ოლიმპიაკოსის” რიგებში მაღალ დონეზე თამაშით მიიქცია.

კირიაკოსმა 93 მატჩის ჩატარება მოახერხა “ლურჯი” მაისურით, რის შემდგომაც მის მიმართ ინტერესი “ლევერკუზენის ბაიერმა” გამოიჩინა, “შალკემ” კი მისი შენარჩუნება ვერ მოახერხა.

ჰაიკო ვესტერმანი

პოზიცია: ცენტრალური მცველი

ასაკი: 32

ამჟამინდელი კლუბი: “ბეტისი”

“შალკეს” რიგებში ჩატარებული მატჩი:123

ჰაიკო ვესტერმანს მცველისთვის დამახასიათებელი ყველა ნიშან-თვისება გააჩნდა. მისი პირველი დიდი კლუბი სწორედ “ფელტინს-არენას” ბინადარი “შალკე” გახლდათ, რომელმაც ის “არმინიადან” გადაიბირა.

ვესტერმანმა მთავარი როლი ითამაშა გერმანული გრანდის წარმატებულ ასპარეზობაზე (ჩემპიონტა ლიგაში), ის გუნდის შეუცვლელი ფიგურა იყო, მანამ სანამ გერმანელებს “ბარსელონა” არ გამოაგდებდა ნახევარფინალიდან. რის შემდგომაც ის “ჰამბურგის” კაპიტანი გახდა (2010-ში).

ბენედიქტ ჰიოვედესი

პოზიცია: მარცხენა მცველი

ასაკი: 27

ამჟამინდელი კლუბი: “შალკე”

“შალკეს” რიგებში ჩატარებული მატჩი: 286

ბენედიქტი ერთ-ერთია იმ ფეხბურთელთა წარმატებულ შორის, რომელთა შენარჩუნებაც გელზენკირხენულმა გუნდმა მოახერხა.

მსოფლიო ჩემპიონმა, რომელსაც ცენტრალური მცველის პოზიციაზეც შეუძლია თამაში, “შალკეს” მასიურით 286 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ამასთანავე 32-ჯერ შესძლო ნაკრების რიგებში თამაშიც.

იოჰანსენ გაისი

პოზიცია: ცენტრალური ნახევარმცველი

ასაკი: 22

ამჟამინდელი კლუბი: “შალკე”

“შალკეს” რიგებში ჩატარებული მატჩი: 23

მიუხედავად იმისა, რომ “შალკეს” რიგებში იოჰანსენმა მხოლოდ 23 მატჩის ჩატარება მოახერხა, მან მაინც დიდი მოწონება დაიმსახურა კლუბის ხელმძღვანელობის მხრიდან.

დიდწილად სწორედ 22 წლის გაისის დამსახურებაა, ის რომ “შალკე” ამჟამად გერმანიის ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში მეოთხე პოზიციას იკავებს. მან კლუბის მიერ გატანილ 12 გოლში მიიღო მონაწილეობა.

ივან რაკიტიჩი

პოზიცია: ცენტრალური ნახევარმცველი

ასაკი: 27

ამჟამინდელი კლუბი: “ბარსელონა”

“შალკეს” რიგებში ჩატარებული მატჩი: 135

ივან რაკიტიჩმა, რომელიც ამჟამად “ბარსელონას” ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან ფეხბურთელად ითვლება, თავისი შესაძლებლობების წარმოჩენისათვის მადლობა პირველ რიგში “შალკეს” უნდა გადაუხადოს, რამეთუ სწორედ გერმანული გუნდის სკაუტმა შეამჩნია ის პირველად.

გერმანულმა კლუბმა “ბაზელში” მოთამაშე ხორვატი ნახევარმცველი 2007 წელს გაიფორმა. გერმანელთა ავანსები გამართლდა – ცენტრალურმა ნახევარმცველმა 135 მატჩში 16 გოლის გატანა და 29 ასისტის გაკეთება მოახერხა.

იულიან დრაქსლერი

პოზიცია: შემტევი ნახევარმცველი

ასაკი: 22

ამჟამინდელი კლუბი: “ვოლფსბურგი”

“შალკეს” რიგებში ჩატარებული მატჩი: 170

იულიან დრაქსლერი “შალკეს” მიერ წარმოებულ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პროდუქტად ითვლება. რომ არა ტრავმები, ის შესაძლოა გაცილებით უფრო მაღალ დონეზეც მდგარიყო.

თუმცა მას ყველაფერი წინ აქვს – ის მხოლოდ 22 წლის არის. მან გულშემატკივართა გული მალევე მოიგო, თუმცა 170 მატჩში თამაშის შემდგომ, მან “შალკე” “ვოლფსბურგში” გაცვალა.

მესუტ იოზილი

პოზიცია: შემტევი ნახევარმცველი

ასაკი: 27

ამჟამინდელი კლუბი: “არსენალი”

“შალკეს” რიგებში ჩატარებული მატჩი: 39

რაკიტიჩსა და იულიან დრაქსლერს ნახევარდაცვაში მესუტ იოზილიც შეუერთდებოდა “ვერდერში” რომ არ გადაბარგებულიყო 2006 წელს.

იოზილი “შალკეს” აკადემიაში 2005 წელს მივიდა და ერთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. თუმცა კლუბის ხელმძღვანელობა, მისით ვერ მოიხიბლა და გერმანელ ნახევარმცველს გუნდის დატოვების საშუალება მისცა.

ლეროი სანე

პოზიცია: შემტევი ნახევარმცველი

ასაკი: 20

ამჟამინდელი კლუბი: “შალკე”

“შალკეს” რიგებში ჩატარებული მატჩი: 42

მიუხედავად იმისა, რომ ლერო სანე სულ რაღაც 20 წლისაა, ევროპის არცერთი ტოპ კლუბი არ იტყვის გუნდში მის ყოლაზე უარს. სანემ გერმანულ გუნდში 42 მატჩის ჩატარება მოახერხა, მან თავის გამოჩენა ჩემპიონთა ლიგაზეც მოახერხა.

კლუბის ახალგაზრდული აკადემიის კიდევ ერთი გასაოცარი პროდუქტის შენარჩუნება “შალკეს” ძალიან გაუჭირდება. დიდია იმის ალბათობა, რომ გერმანელი შემტევი ნახევარმცველი მომავალ სეზონში ინგლისში ან ესპანეთში ვიხილოთ.

კლას-იან ჰუნტელაარი

პოზიცია: თავდამსხმელი

ასაკი: 32

ამჟამინდელი კლუბი: “შალკე”

“შალკეს” რიგებში ჩატარებული მატჩი: 201

“რეალში” და “მილანში” გატარებული წლების შემდგომ, ჰოლანდიელმა შემტევმა კარიერის გაგრძელება გერმანიაში გადაწყვიტა. ის “შალკეს” 2010-ში შეუერთდა.

ჰოლანდიელ თავდამსხმელს საკმაოდ ადვილად გამოსდის გოლების გატანა, მითუმეტეს, თუ ისეთი ნახევარმცველები ეყოლება უკან, როგორებიც არიან: იოზილი, დრაქსლერი, სანე და რაკიტიჩი.

Claudio-Ranieri

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

უკრაინელი ფეხბურთელები და ფანები პორტუგალიასთან მატჩის შემდეგ (ვიდეო)

14 ოქტომბერს, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე უკრაინის ნაკრები კიევის ოლიმპიურ სტადიონზე პორტუგალიას დაუპირისპირდა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ყაზაიშვილი: “თითოეული ფეხბურთელის სურვილია, რომ გულშემატკივრები გავახაროთ “

საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, ვაკო ყაზაიშვილმა გიბრალტარის წინააღმდეგ გასამართი მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. “გასულ შეხვედრებში ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოფიციალურად: რუდი გარსია “ლიონის” მთავარი მწვრთნელია

“ლიონის” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე რუდი გარსიას დანიშვნის შესახებ. წყაროს ცნობით [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

კრიშტიანო რონალდუმ კარიერაში მე-700 გოლი გაიტანა (ვიდეო)

კრიშტიანო რონალდუმ პროფესიონალურ კარიერაში მე-700 გოლი გაიტანა. 34 წლის თავდამსხმელმა უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ გამართული მატჩის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რა გააკეთა სან მარინოს ნაკრების მეკარემ შოტლანდიასთან მატჩში (ვიდეო)

13 ოქტომბერს, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე შოტლანდიამ საკუთარ მოედანზე სან მარინო მიიღო და […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

70 000 უკრაინელის მიერ შესრულებული ჰიმნი პორტუგალიასთან მატჩის წინ (ვიდეო)

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე უკრაინის ეროვნული ნაკრები კიევში პორტუგალიას მასპინძლობს. მატჩის დაწყების წინ, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სვენ-გორან ერიქსონი: “ფერგიუსონი მოკვლით მემუქრებოდა, თუ რუნის მუნდიალზე წავიყვანდი&

ინგლისის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა სვენ-გორან ერიქსონმა გამოცემა “თაიმსს” საინტერესო ინტერვიუ მისცა, რომლის ერთ-ერთი მონაკვეთი ...
წაკითხვა
ფეხბურთი

სალგადო: “იოვიჩი “რეალში” დიდ ზეწოლას განიცდის, მას მეტი დრო სჭირდება

მადრიდის “რეალის” ყოფილი მცველი, მიჩელ სალგადო, ლუკა იოვიჩის გარშემო შექმნილ ვითარებას ეხმაურება და აცხადებს, რომ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბერლუსკონი: “ძველი “მილანის” დაბრუნების ერთადერთი და მარტივი გზა არსებობ

“მილანის” ყოფილი პრეზიდენტი, სილვიო ბერლუსკონი, თვლის, რომ “როსონერის” ძველი დიდების დაბრუნების ერთადერთი შანსი აქვს – [...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჰიუპია: “ჰენდერსონი კაპიტნის სამკლავურს ატარებს, თუმცა ნამდვილი ლიდერი ვან დაიკია

“ლივერპულის” ყოფილი მცველი, სამი ჰიუპია, თვლის, რომ გუნდის ამჟამინდელი ლიდერი ვირჯილ ვან დაიკია. შეგახსენებთ, რომ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბექჰემს მბაპეს აგენტობა სურს

ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, დევიდ ბექჰემმა ლონდონში ახალი კომპანია ‘Footwork Management’ დაარსა. კომპანიის ერთ-ერთი საქმიანობა ტრანსფერებზე ...
წაკითხვა
სხვადასხვა

პეტრ ჩეხის დებიუტი ჰოკეის კლუბში (ფოტო, ვიდეო)

ლონდონის “ჩელსისა” და “არსენალის” ყოფილ მეკარეს, პეტრ ჩეხს ჰოკეიში დებიუტი ჰქონდა. ჩეხმა სპორტსმენმა კონტრაქტი ინგლისის [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

პატივისცემა – უკრაინელი და ლიეტუველი ფანები მატჩის მიმდინარეობისას (ვიდეო)

11 ოქტომბერს, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე უკრაინის ნაკრებმა ხარკოვში ლიეტუვას უმასპინძლა და მეტოქე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

არასასურველი: ბრაზილიაში 600-დან მხოლოდ ერთი ფეხბურთელი ატარებს 24 ნომერს

“გრემიოს” მესამე სათადარიგო მეკარე, რომელიც “გრემიოს” განაცხადში შეიყვანეს, უკვე გახდა უნიკალური ფეხბურთელი ბრაზილიური ფეხბურთ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვან დერ სარი “მანჩესტერ იუნაიტედში” მუშაობით ინტერესდება

ამსტერდამის “აიაქსის” გენერალური დირექტორი, ედვინ ვან დერ სარი, არ უარყოფს, რომ მომავალში “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელობ...
წაკითხვა