იოზილის ულტიმატუმი “არსენალს”: ან მე, ან ვენგერი
Don Balon-ის მიერ მოპოვებული ექსკლუზიური ინფორმაციის თანახმად, მესუტ იოზილი კლუბს დატოვებს, იმ შემთხვევაში თუ “მეთოფეთა” მფლობელები არსენ ვენგერს არ გაათავისუფლებენ.
გერმანელი ნახევარმცველი წლევანდელ სეზონში მართლაც რომ ბრწყინვალედ გამოიყურება, თუმცა “რეალის” ექს-ფეხბურთელი კლუბის უნიათობით დაიღალა და ვენგერის მეთაურობით ასპარეზობას აღარ აპირებს.
იოზილმა და მისმა აგენტმა უკვე დაიწყეს შესაძლო ვარიანტების განხილვა, რომელთა შორისაც “რეალში” დაბრუნებაც არის. რამოდენიმე გამოცემა აქტიურად იტყობინება იმის შესახებ, რომ იოზილის დაბრუნება თავად ფლორენტინო პერესსაც სურს.
თუმცა “რეალი” ერთადერთი ესპანური კლუბი არ არის, რომელიც გერმანელისადმი ინტერესს გამოთქვამს, მისი გადაბირების სურვილი შემდეგმა კლუბებმაც გამოთქვეს: “ვალენსიამ”, “ატლეტიკომ” და “სევილიამ”.