იოზილმა თანაგუნდელებს უთხრა, რომ “მანჩესტერ იუნაიტედში” გადადის
ბრიტანულ პრესაში გავრცელებული ცნობების მიხედვით, ლონდონის “არსენალის” გერმანელი ნახევარმცველი, მესუთ იოზილი იმდენადაა დარწმუნებული თავის ტრანსფერში, რომ ამის შესახებ უკვე თანაგუნდელებთანაც საუბრობს.
Daily Mirror-ის ცნობით, 29 წლის იოზილი, რომელსაც “მეთოფეებთან” კონტრაქტი სეზონის დასრულების შემდეგ ეწურება, მოუთმენლად ელის “ოლდ ტრაფორდზე” გადასვლას, სადაც მუმდივ სათამაშო დროს პირდებიან.
შეგახსენებთ, რომ იოზილსა და მოურინიოს საკმაოდ ახლო კავშირი ჰქონდათ ერთმანეთთან “რეალში” ყოფნის პერიოდში. როგორც ჩანს, მხარეები 2013 წელს დასრულებული ურთიერთობის აღდგენას იანვრის თვეში გეგმავენ.
ცნობილი ხდება ისიც, რომ იოზილის წარმომადგენლები დარჩენის სანაცვლოდ ხელფასის კვირაში 350 000 ფუნტამდე გაზრდას ითხოვდნენ, რაზეც “არსენალმა” უარი განაცხადა.