იოზუა კიმიხი: “ვნანობ, რომ კოვიდ ვაქცინა უფრო ადრე არ გავიკეთე”
მიუნხენის “ბაიერნის” ლიდერი იოზუა კიმიხი ნანობს, რომ ვაქცინა უფრო ადრე არ გაიკეთა, ვიდრე კოვიდი მას ფილტვს დაუზიანებდა.
კიმიხს გასულ კვირას კოვიდი დაუდასტურდა და მიმდინარე წელს თამაშს ვეღარ შეძლებს.
“ჩემთვის ძალიან რთული იყო ჩემს შიშებთან და შფოთვებთან გამკლავება, რის გამოც, ამდენი ხნის განმავლობაში არ ავიცერი. ახლა თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ ჯერ კიდევ ორგანიზმის მდგომარეობიდან გამომდინარე, თამაშს ვერ ვახერხებ. ფილტვის ქსოვილიც დაზიანებულია. როგორც კი საშუალება მომეცემა, აუცილებლად ავიცრები”, – განუცხადა კიმიხმა გერმანულ TZ-ს.
საინტერესოა, რომ კიმიხი მთელი წლის განმავლობაში აფინანსებდა კოვიდ-ვაქცინის წამახალისებელ ღონისძიებებს, მაგრამ თვითონ ვაქცინას არ იკეთებდა. ბოლოს განაცხადა, რომ გერმანიაში ინაქტივირებული, ჩინური ვაქცინების დაშვებას ელოდებოდა.