იოზუა კიმიხმა ჩემპიონთა ლიგაზე რეკორდი დაამყარა
23 თებერვალს მიუნხენის “ბაიერნმა” რომში “ლაციო” ანგარიშით 1-4 გაანადგურა. იოზუა კიმიხმა კი ჩემპიონთა ლიგაზე გამართულ საწყის 50 მატჩში მოპოვებული გამარჯვებების რაოდენობით რეკორდი დაამყარა.
ბუნდესლიგის გიგანტის მხრიდან ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ მატჩში თავები რობერტ ლევანდოვსკიმ, ჯამალ მუსიალამ და ლეროი სანემ გამოიჩინეს. საბოლოო ანგარიშის დაფიქსირებამდე ამას ფრანჩსკო აჩერბის ავტოგოლი და ხოაკინ კორეას გოლი დაემატა.
ეს რიგით 38-ე გამარჯვება იყო იოზუა კიმიხისთვის ჩემპიონთა ლიგაზე გამართულ პირველ 50 მატჩში. ამ პერიოდში მან ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე თავი 10 გატანილი გოლით გამოიჩინა და მხოლოდ ხუთჯერ იწვნია მარცხი.
ამ მომენტამდე ზემხსენებულ რეკორდს თანაბარი 36-36 მოგებით თომას მიულერი და კაზემირო ფლობდნენ.
38 – Following tonight's victory against Lazio, @FCBayernEN’s Joshua #Kimmich has won 38 of his first 50 Champions League games – the most wins by a player in the first 50 appearances in the competition's history. Winner. #LAZFCB #UCL pic.twitter.com/HrLJGfq7h4
— OptaFranz (@OptaFranz) February 23, 2021