ირაკლი აბუსერიძე: “აგიხსნით, რატომ არის დღევანდელი დღე სამარცხვინო”

თარიღი: დეკემბერი 26, 2020

რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატმა ირაკლი აბუსერიძემ 25 დეკემბერს გამართული გამგეობის კრებასთან დაკავშირებულ საკითხზე სოციალურ ქსელში დაწერა.

“როგორც იცით დღეს შედგა გამგეობის კრება, სადაც, რატომღაც, კიდევ ერთხელ განიხილებოდა ჩატარდეს თუ არა ერთი წლით დაგვიანებული და უკვე ჩანიშნული არჩევნები, რომლის ჩატარებაც მოითხოვა უკლებლივ მთელმა სარაგბო სამყარომ და ყველა საპრეზიდენტო კანდიდატმა. ბევრი მითქმა-მოთქმა იყო, თუ რის საფუძველზე დაინიშნა განმეორებითი გამგეობის სხდომა, გამგეობის ზოგმა წევრმა საკუთარი სიმცირე ვერ აიტანა და მთავრობისკენ გაიშვირა თითი, იმათი ბრალიაო. არასწორი წარმოდგენა, რომ არ შეიქმნას სიტუაციას განვმარტავ და აგიხსნით რატომ იყო დღევანდელი დღე ასეთი სამარცხვინო და რეალურად ვის გამო შედგა ეს კრება.

1. მოგეხსენებათ არჩევნებზე წარდგენილია სამი კანდიდატი: მე, გოჩა სვანიძე და ლაშა ხურციძე (ბაჩო)
2. ბაჩო ხურციძემ ორი კვირის წინ გამგეობაში შეიტანა საკმაოდ აგრესიული წერილი, რომლითაც კატეგოირიულად მოითხოვა დეკემბრის ბოლომდე არჩევნების დანიშვნა.
3. 3 დღის წინ ბაჩო ხურციძემ შეიტანა ახალი წერილი, რომლითაც განმეორებითი არჩევნების დანიშვნა გააკრიტიკა. რამდენიმე არგუმენტი იყო, მათ შორის იყო ფრაზა „რადგან არჩევნების ლოკაციად არჩეულია სხვა კანდიდატის მხარდამჭერი კლუბის ბაზა”.
4. დღეს, გამგეობა შედგა ლელოს საწვრთნელ ბაზაზე. ლელო ბაჩოს მხარდამჭერი კლუბია. ლელოს ბაზას იცავდა პოლიცია და ყრილობაზე სხვა კანდიდატებს არ უშვებდა.
5. ბაჩოს პირველ წერილში წერია, რომ “მოგმართავთ თხოვნით რომ დაუყოვნებლიც მოიწვიოთ გამგეობის სხდომა და განსაზღვროთ რაგბის კავშირის საარჩევნო ყრილობის თარიღი არაუგვიანეს მიმდინარე წლის დეკემბრისა, არჩევნების თარიღის კვლავ გადაწევას ჩვენ არ შევეგუებით”, დღეს კი რუსთავი ორის პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ არჩევნების 20 დღით გადაწევა არ არის პრობლემა.

რატომ არის დღევანდელი დღე სამარცხვინო? იმიტომ რომ მორაგბეებს შორის პოლიციის კორიდორი იდგა. პოლიციელებს დიდი პატივისცემა ჩემგან, მაგრამ ამ თემს, ამ ოჯახს არ ჭირდება ერთმანეთისგან დაცვა. ამ ოჯახში ერთმანეთს იდეებით ვებრძვით და ვინმე თუ ამ ფორმატს გაცდება, ირიყება. ჩვენს შორის ეს კედელი არც ხელისუფლებას ჩაუყენებია და არც ბაჩოს. ბაჩო ფესვებ-ღრმად-გადგმული ნიჟარაძის კაცია. ნიჟარაძეს მხარს ბათუ უბავს და სწორედ ბათუს ინტერესების დასაცავად გაიმართა დღეს გამგეობის კრება მისივე სასახლეში, მისივე უსაფრთხოებისთვის ჩადგა პოლიცია რაგბის ოჯახის შუაში. სწორედ ბათუა ის ადამიანი ვის ინტერესებშიც არ შედის ჩემი გაპრეზიდენტება, რადგან იცის, რომ მე იმ ფუფუნებაში აღარ ვამყოფებ და ჩემთვის ყველა კლუბი თანაბარუფლებიანი იქნება.

ბოლო დღეების განმავლობაში გამგეობის წევრებისგან ხშირად გაიგებდით ჩურჩულს „რავქნა ძმაო ზევიდან არის ბრძანება, ვერ ჩავატარებთ“. პირველ რიგში ადამიანს იმდენი ღირსება უნდა გქონდეს, რომ შენ გადაწყვეტილებას სხვას არ აწერდე; მეორე ვისგანაც არ უნდა მიიღოს გამგეობამ წერილი რაგბის ოჯახზე კარგად არავინ იცის რა ჭირდება ქართულ რაგბს; მესამე ზუსტად „ზევიდან“ იყო რეკომენდაცია დეკემბერში ჩაგვეტარებინა არჩევნები; და ბოლოს „ზევიდანს“ თავისი სახელი აქვს და ხელისუფლება ქვია და საკუთარ თავს იმდენ პატივს უნდა სცემდე, რომ სხვისი სახელის ჩურჩულით წარმოთქმა არ გიწევდეს. პატარა შეჯამება რომ გავაკეთო ამ ნაწილის ასეთია: ბათუს და ნიჟარაძის რჩეული არჩევნებს აგებს, შეწუხებული ნიჟარაძე ბათუსთან იწვევს გამგეობას, გამგეობა ხელს ხელისუფლებას აწმენდს, ხელისუფლება კლუბების უმეტესობასთან ერთად დეკემბრის არჩევნებს ელოდება.

ასევე მინდა აღვნიშნო, რომ დღევანდელ კრებაზე არჩევნები არ გადაიდო და თარიღი შენარჩუნდება კიდევაც „თუ ზევიდან წერილი არ მოვიდა“. არ ვიცი გამგეობის წევრებისთვის ვინ არიან „ზევით“, მაგრამ გავიმეორებ, რომ რაგბის თემზე კარგად არავინ იცის თუ რა ჭირდება ქართულ რაგბს. ხელისუფლება მხარს უჭერს არჩევნების დეკემბერში ჩატარებას და არ ერევა რაგბის შიდა საქმეებში, კლუბები კი უკვე დიდი ხანია მოითხოვენ არჩევნებს. “ზევიდან”? ვინც კი სიტყვას ამბობს ხელისუფლების ჩათვლით ყველა თანახმაა და “ზევიდან” ვინ რჩება თუ არა გამგეობა?

ორი სიტყვით შევეხები ბაჩო ხურციძის დღევანდელ კომენტარსაც: გეთანხმები ბაჩო, ქართული რაგბის ეს სახე ცუდი მენეჯმენტის ბრალია. სწორედ ამ ცუდი მენეჯმენტის ნაწილი იყავი შენც და სამარცხვინოა, როდესაც საკუთარ გუნდს ლანძღავ და საკუთარ პასუხისმგებლობას ერიდები.
მადლობა ყველას ვინც დღეს ლელოს ბაზასთან მოვიდა, რომ ჩვენთვის მხარი დაეჭირა და არავისთვის მიეცა უფლება რაგბის თემს უსამართლოდ მოქცეოდა”, – დაწერა აბუსერიძემ.

გუშინ “ლელო სარასენსის” ბაზის სიახლოვე ხმაური იყო. გოჩა სვანიძე, რაგბის კავშირის ყოფილი პრეზიდენტი გამგეობის კრებაზე დასწრებას ითხოვდა და ბოლოს ის მოვალეობის შემსრულებელმა, თორნიკე გოგებაშვილმა გამონაკლისი სახით შეიყვანა.გამგეობის კრებაზე არჩევნების გადადება განიხილებოდა, მაგრამ არჩევნების ჩატარების თარიღად 30 დეკემბერი კვლავ ძალაშია.

მსგავსი სიახლეები
რაგბი

გამარჯვებულმა მორაგბემ მსაჯი ხელში აიტაცა და წითლი ბარათი მიიღო (ვიდეო)

საფრანგეთის რანგით მეორე სარაგბო დივიზიონში ძალიან სახალისო მომენტი დაფიქსირდა. ბოლო წუთზე მოპოვებული ლელოს წყალობით გახარებულმა […]...
წაკითხვა
რაგბი

ოფიციალურად: ლაშა ჯაიანი “უოსპსში” ითამაშებს!

ბორჯღალოსანი მეორეხაზელი ლაშა ჯაიანი ინგლისში დაბრუნდება და კარიერას პრემიერშიფის “უოსფსში” გააგრძელებს. “უოსფსი” 153 წლის წინ...
წაკითხვა
რაგბი

ნიკა ამაშუკელი – პირველი ქართველი რეფერი, რომელიც ჩემპიონთა თასზე იმსაჯებს

ნიკა ამაშუკელი გახდება პირველი ქართველი რეფერი, რომელიც ევროპის უძლიერეს საკლუბო ტურნირზე, ჩემპიონთა თასზე იმსაჯებს. 17 […]...
წაკითხვა
რაგბი

საჯარო რეესტრმა ირაკლი აბუსერიძეს პრეზიდენტად რეგისტრაციაზე უარი უთხრა

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ირაკლი აბუსერიძეს რაგბის კავშირის პრეზიდენტად რეგისტრაციაზე უარი განუცხადა. მიზეზად წესდების დარღვევით […]...
წაკითხვა
ბლოგი

2020 წლის 40 ყველაზე გამორჩეული სპორტული ფოტო

ფოტოსააგენტო Getty Images, Reuters-თან და AFP-სთან თანამშრომლობის შედეგად 2020 წლის 40 ყველაზე გამორჩეულ ფოტოს გვთავაზობთ. […]...
წაკითხვა
რაგბი

ზირაქაშვილი: “ეს იქნება სამარცხვინო… ყველამ საკუთარ თავში ჩაიხედოს”

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა მორაგბემ დავით ზირაქაშვილმა რაგბის კავშირის არჩევნებთან დაკავშირებით ისაუბრა. ზირაქაშვილმა კიდევ ერთხელ [&hellip...
წაკითხვა
რაგბი

ჩხუბი საქართველოს ჩემპიონატში – მსაჯმა ორ მორაგბეს წითელი ბარათი უჩვენა (ვიდეო)

დღეს, საქართველოს დიდი 10-ის მეოთხე ტურის გადადებული შეხვედრა გაიმართა. ერთმანეთს “არმაზი” და “ყოჩები დაუპირისპირდნენ. მატჩი [&helli...
წაკითხვა
რაგბი

ოფიციალურად: გიორგი კვესელაძე “გლოსთერში” ითამაშებს!

საქართველოს ნაკრების წევრი, გიორგი კვესელაძე კარიერას ინგლისის პრემიერშიფში, “გლოსთერის” რიგებში გააგრძელებს. 23 წლის მორაგბე ინგლისში [&h...
წაკითხვა
რაგბი

ლევან მაისაშვილმა “შემოდგომის ერთა თასზე” საქართველოს ნაკრების გამოსვლა შეაფას

ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა იმ სარგებლებზე ისაუბრა, რაც „შემოდგომის ერთა თასმა“ ქართულ რაგბს მისცა. […]...
წაკითხვა
რაგბი

ირაკლი მაჩხანელი: “ლევან მაისაშვილმა შედეგი ვერ დაგვანახა”

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ყოფილმა წევრმა, ირაკლი მაჩხანელმა შემოდგომის ერთა თასზე “ბორჯღალოსნების” გამოსვლა შეაფასა და მთავარ [&helli...
წაკითხვა
რაგბი

ლევან მაისაშვილი: ‘ამ ტურნირზე საქართველოს ნაკრების გამოსვლას დადებითად ვაფასებ̵

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა ფიჯისთან მარცხის (24:38) შემდეგ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იცით, “ბორჯღალოსნებმ...
წაკითხვა
რაგბი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ფიჯის წინააღმდეგ

ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა, 5 დეკემბერს ედინბურგში, „მარიფილდზე“ ფიჯისთან გასამართი შეხვედრისთვის შემადგენლობა დაასახელა. დუ...
წაკითხვა
რაგბი

“ვინმემ იცის ამ ენის წარმოშობის შესახებ?” – უცხოელები ქართველი კომენტატო

29 ნოემბერს, შემოდგომის ერთა თასზე, საქართველოს ნაკრები ირლანდიას დაუპირისპირდა და 10:23 დამარცხდა. შეხვედრის მე-17 წუთზე […]...
წაკითხვა
რაგბი

რობ კირნი: ‘დღის მთავარი ამბავი – იმსახურებს საქართველოს ნაკრები ექვსი ერის გუ

ირლანდიის ნაკრების ყოფილმა მორაგბემ, რობ კირნიმ “შემოდგომის ერთა თასზე” ირლანდიასა და საქართველოს შორის გამართული შეხვედრის […]...
წაკითხვა
რაგბი

მერაბ შარიქაძე: “იმედი მაქვს, ჩვენი განვითარება გაგრძელდება”

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანმა, მერაბ შარიქაძემ შემოდგომის ერთა თასზე ირლანდიის ნაკრებთან მარცხის (23:10) შემდეგ კომენტარი […]...
წაკითხვა