<

ირაკლი აბუსერიძე: “ბაჩო ხურციძე პატარა კაცია და მას უფლებას არ მივცემ…”

თარიღი: იანვარი 9, 2021

რაგბის კავშირის არჩეულმა პრეზიდენტმა ირაკლი აბუსერიძემ, რომელსაც საჯარო რეესტრმა რეგისტრაცია შეუჩერა და დოკუმენტები დაუხარვეზა, სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.

“გახსოვთ, სულ ცოტა ხნის წინ, მორაგბეებს შორის პოლიცია რომ ჩადგა? იმ სივრცეში ისევ დაუპატიჟებელი სტუმრები დგანან, უბრალოდ ამჯერად რაგბის სამართლიან არჩევანს და მის მომავალს შორის იუსტიციის სამინისტრომ დაიდო ბინა”.

“როგორც იცით, საპრეზიდენტო არჩევნებზე მიღებული, სრულიად სამართლიანი გადაწყვეტილება შესაძლო ტექნიკური ხარვეზის გამო შეაჩერეს და ახლა, მაშინ როცა წინ პრინციპული თამაში გველის რუსეთის ნაკრებთან, რაგბის კავშირის ბედი კვლავაც დროებით მმართველს მიანდეს. რაგბი და რაგბის კავშირის მომავალი ბევრად უფრო მეტია ვიდრე შესაძლო ტექნიკური ხარვეზის არსებობა. ადამიანი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ დამარცხდა, ამ ტექნიკურ ხარვეზს ბოლო იმედად იყენებს. მოთმინება კვლავაც შემრჩენია და ზუსტად ვიცი, რომ ხელახალ არჩევნებსაც იგივე პროპორციით მოვიგებ, უბრალოდ რატომ? ერთი პატარა კაცის დიდმა ამბიციამ, რატომ უნდა დააზარალოს ქართული რაგბი? ერთი პატარა კაცის ამბიცია, რატომ უნდა ყოფდეს რაგბის კავშირს ორ ნაწილად? ეს პატარა კაცი, ბაჩო ხურციძე, ზუსტად ერთ საათში ბრიფინგს გამართავს, გამოვა და ბევრს ილაქლაქებს რომ ეს შესაძლო ტექნიკური ხარვეზი განა შესაძლო ტექნიკური ხარვეზია, არამედ არსი მთელი არჩევნების. თითქოს ეს შესაძლო ტექნიკური ხარვეზი რომ არა ამხელა კლუბების მეპატრონეები, რაგბის მომავლის კეთილმსურველები, ფერებით მოყვანილი თაობების სარაგბო მომავალს ამ სკამზე შეყვარებულ პატარა კაცს მიანდობდა. გამოვა და ილაპარაკებს, რომ ვითომ მე და გოჩა სვანიძე შევიკარით და მის წინააღმდეგ შეთქმულებას ვაწყობთ, არადა უკვე ყველა საღად მოაზროვნემ გაიგო, რომ ჩემ და გოჩას შორის არსებული აზრთა სხვადასხვაობა კვლავაც რჩება, მაგრამ ჩვენი შერიგება რაგბის მომავალს ჭირდება”.

“ეს ყველამ გაიგო გარდა პატარა კაცისა, პატარა კაცისა რომელიც რაგბის მომავალზე კი არა მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე ფიქრობს. მე არ ვაპირებ, რომ იმ ნდობას, იმ იმედს და იმ პასუხისმგებლობას ვუღალატო რომელიც რაგბის კეთილმსურველებმა მარგუნეს და არავის, მითუმეტეს ამ პატარა კაცს, არ მივცემ იმის საშუალებას რომ რაგბს და რაგბის სიყვარულს კიდევ ერთი დარტყმა მიაყენოს”, – დაწერა აბუსერიძემ.

სწორედ ბაჩო ხურციძე აცხადებს, რომ 30 დეკემბერს ჩატარებული არჩევნების არალეგიტიმურია და ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს. საჯარო რეესტრმა ხურციძის საჩივრის შემდეგ აბუსერიძეს რეგისტრაცია შეუჩერა. როგორც რეესტრი ამბობს, დაირღვა ვადები და ასევე, თებერვალში მიღებული დღის წესრიგი არ უნდა შეცვლილიყო და ყრილობას გამგეობის წევრების არჩევა არ შეეძლო. ნაკრების ყოფილ კაპიტანს 31 ხმა ერგო, ყოფილ პრეზიდენტს გოჩა სვანიძეს კი 10.



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

პოლონეთში ფანმა ოპერაციის დროს მსოფლიო ჩემპიონატის მატჩს უყურა

პოლონეთში პაციენტმა “უმაღლესი კლასის” მომსახურება მიიღო და ოპერაციის დროს მსოფლიო ჩემპიონატის მატჩს უყურა. ფეხბურთის ფანს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ძაკარდო: “კიდევ ერთი ქართველი ტალანტი აფეთქებისთვის მზადაა”

ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლიში” გადაყვანაში მთავარი მონაწილე პირი, საფეხბურთო აგენტი კრისტიან ძაკარდო კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელის [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

აგუერო და ფაბრეგასი მესის იცავენ – “აზრზე არ ხარ რა ხდება გასახდელში”

ლეგენდარული მექსიკელი მებრძოლი კანელო ალვერესი ლეო მესის მექსიკის ნაკრების მაისურისა და დროშის შეურაცხყოფის გამო დაემუქრა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კატარელი ფანების პასუხი გერმანელებს – მესუთ იოზილი

გერმანიის ნაკრების ფეხბურთელებმა იაპონიასთან პირველი თამაშის წინ გუნდური ფოტოს გადაღებისას პირზე ხელები აიფარეს და ასე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ღმერთს სთხოვოს, რომ ვერ ვიპოვო” – კანელო მესის ემუქრება

ლეგენდარული მექსიკელი მოკრივე კანელო ალვარესი ლეო მესის მექსიკის შეურაცხყოფაში ადანაშაულებს და ლეოს ემუქრება. “ვნახე, რომ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ეს მომენტი ბევრს გამორჩა – მესის კუმირი, პაბლო აიმარი გოლის შემდეგ ატირდა (ვიდეო)

გუშინ არგენტინის ნაკრებმა მექსიკა 2-0 დაამარცხა. პირველი გოლი მესიმ საოცარი დარტყმით გაიტანა და არგენტინა დააწინაურა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ასეთი რამ ნანახი არ გექნებათ – მაროკოს მეკარე ჰიმნის შესრულების შემდეგ შეცვალეს

დღეს მაროკომ ჯგუფური ეტაპის მე-2 მატჩში ბელგიის ნაკრები 2-0 დაამარცხა. მაროკოს ჰიმნი მეკარე ბონომ გუნდთან […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“რეალი” “ნაპოლის” ვარსკვლავში 70 მილიონს იხდის

ესპანური პრესის ინფორმაციით, მადრიდის “რეალი” ახალ ნახევარმცველს ეძებს, რომელიც ტონი კროოსისა და ლუკა მოდრიჩის შეცვლას […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

საუდის არაბეთის მთავარი მწვრთნელის ემოციური სიტყვები (ვიდეო)

საუდის არაბეთის მთავარი მწვრთნელის, ერვე რენარის ემოციური სიტყვები არგენტინასთან პირველი ტაიმის 1-0 წაგების შემდეგ. Entretiempo […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბავშვი რონალდოს ვარცხნილობის გამო სკოლიდან გამოაგდეს

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელის, რონალდოს უცნაური ვარცხნილობის გამო 12 წლის ინგლისელ ბავშვს სკოლაში პრობლემები შეექმნა. ალფი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ოლიმპიაკოსი” მარსელოს გუნდიდან აგდებს

მადრიდის “რეალიდან” წასვლის შემდეგ ლეგენდარულმა ბრაზილიელმა მარცხენა მცველმა დიდ ხნიანი პაუზის შემდეგ “ოლიმპიაკოსში” წასვლა არ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ავსტრალიელმა მოთამაშემ 160 ათასი დოლარი წააგო არგენტინის მარცხით

ავსტრალიელმა მოთამაშემ არგენტინის ნაკრების მოგებაზე 160 ათასი დოლარი დადო და წააგო. Daily Mail-ის ინფორმაციით, გამარჯვების […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფედერაციის უმკაცრესი გადაწყვეტილება – არჩილ ბერიძის 1-წლიანი დისკვალიფიკაცია!

2022 წლის 15 ნოემბერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტის სხდომა გაიმართა. სხდომაზე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კვარას სამეგრელოში სახლთან ფანები დახვდნენ (ვიდეო)

ხვიჩა კვარაცხელიას სამეგრელოში სახლთან ფანები დახვდნენ (ვიდეო) წყარო: Khvicha Kvaratskhelia Fans...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხოსე გაიას კოშმარი – ენრიკემ ფეხბურთელი “ტყუილად” გაუშვა

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ “ვალენსიას” კაპიტანი ხოსე გაია მსოფლიოს შეკრებიდან ტრავმის გამო გაუშვა […]...
წაკითხვა