ირაკლი აბუსერიძე: “იოსებ, ფიქრობ, რომ რაგბი წაიღე, ჯიბეში ჩაიდე?!”
ვეტერანმა მორაგბემ, ირაკლი აბუსერიძემ სოციალურ ქსელ Facebook-ში პოსტი გამოაქვეყნა და იოსებ ტყემალაძეს მიმართა.
“იოსებ, ფიქრობ, რომ რაგბი წაიღე?! ჯიბეში ჩაიდე?! გპირდები, რომ მხოლოდ მცირე გაუგებრობად დარჩები ისტორიას!
10 მარტს, იოსებ ტყემალაძე აირჩია პოლიციამ, სპეცრაზმმა და სხვა ვიწრო ინტერესების ხალხმა. პოლიცია და სპეცრაზმი იდგა მორაგბეებს და ტყემალაძეს შორის!
მადლობა ყველა ნამდვილ გულშემატკივარს ვინც იმ დღეს, რაგბის დასაცავად და უსამართლობის გასაპროტესტებლად მოვიდა. ეს მხოლოდ ერთი წაგებული მატჩია! გპირდებით, რაგბს დავიბრუნებთ!
ბრძოლა ახლა იწყება!” – აცხადებს აბუსერიძე
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 30 დეკემბერს ირაკლი აბუსერიძე რაგბის კავშირის პრეზიდენტად აირჩიეს, მაგრამ მას საჯარო რეესტრმა რეგისტრაციაზე უარი უთხრა. 10 მარტრს გამართულ არჩევნებზე ერთადერთმა კანდიდატმა იოსებ ტყემალაძემ 42 ხმა მიიღო.