ირაკლი აბუსერიძემ რაგბის კავშირის პრეზიდენტად რეგისტრაციაზე საჯარო რეესტრისგან უარი მიიღო

თარიღი: თებერვალი 8, 2021

საქართველოს რაგბის კავშირს პრეზიდენტი ისევ არ ჰყავს. საჯარო რეესტრმა კიდევ ერთხელ განიხილა ირაკლი აბუსერიძის მიმართვა, რომელიც რაგბის კავშირის პრეზიდენტად რეგისტრაციას ითხოვს, პასუხი უარყოფითია.

“2021 წლის 6 იანვარს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართა ირაკლი აბუსერიძემ და მოითხოვა თავისი რეგისტრაცია საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტად და გამგეობის ახალ წევრად, ასევე, გამგეობის ახალი წევრების რეგისტრაცია.

რაგბის კავშირის პრეზიდენტის, ასევე, გამგეობის წევრების არჩევის წესს განსაზღვრავს კავშირის წესდება, რომლის თანახმად, პრეზიდენტი აირჩევა კრებაზე, რომლის კვორუმია წევრთა ხმების 2/3 მაინც. ირაკლი აბუსერიძის მიერ წარდგენილი დოკუმენტებით კი დგინდება, რომ კრებაზე, სადაც იგი კავშირის პრეზიდენტად უნდა აერჩიათ, საკმარისი კვორუმი არ იყო.

აღნიშნულ ფაქტს პრეზიდენტობის კანდიდატი იმ მიზეზით ხსნიდა, რომ დეკემბერში გამართული კრება 2020 წლის თებერვალში კვორუმის არარსებობის გამო ჩაშლილი კრების განმეორებით კრებას წარმოადგენდა, თუმცა, კავშირის წესდება განმეორებით კრებას მხოლოდ მაშინ ცნობს, თუ იგი პირველი კრების გამართვიდან არაუგვიანეს 30 დღეში ჩატარდება.

სინამდვილეში კი, კრება, რომელზეც აბუსერიძის პრეზიდენტად არჩევა განიხილებოდა, არა 30 დღის განმავლობაში, არამედ 30 დეკემბერს – 10 თვის შემდეგ ჩატარდა. ამასთან, წესდებითაა განსაზღვრული, რომ განმეორებით კრებაზე მხოლოდ იმ საკითხების განხილვაა დასაშვები, რომლებიც პირველი მორიგი კრების დღის წესრიგით იყო გათვალისწინებული, ასევე, ამ ჩანაწერის უგულებელყოფით, წესდების საწინააღმდეგოდ, 30 დეკემბრის კრებაზე, რომელიც თითქოსდა განმეორებითი კრება უნდა ყოფილიყო, განიხილეს (კენჭი უყარეს) რაგბის კავშირის გამგეობის ახალი წევრების არჩევა.

საჯარო რეესტრმა მისთვის კანონით დაკისრებული უფლება-მოვალეობების ფარგლებში, საქართველოს რაგბის კავშირის წესდებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც ირაკლი აბუსერიძეს უარი ეთქვა რაგბის კავშირის პრეზიდენტად რეგისტრაციაზე. ასევე, უარი ეთქვა გამგეობის ახალი წევრების რეგისტრაციაზე. ორივე შემთხვევაში კი, მიზეზი მხოლოდ ისაა, რომ არც პრეზიდენტობის და არც გამგეობის წევრობის კანდიდატებს არ მიუღიათ ხმების ის რაოდენობა, რაც წესდებითაა მოთხოვნილი”, – ვკითხულობთ საჯარო რეესტრის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რაგბის კავშირის არჩევნები 2020 წლის 30 დეკემბერს ჩატარდა. აბუსერიძემ 43 ხმიდან 31 მოიპოვა, 10 ხმა მიიღო გოჩა სვანიძემ. კიდევ ერთმა კანდიდატმა, ბაჩო ხურციძემ, რომელიც შედეგებს არალეგიტიმურად მიიჩნევდა, საჯარო რეესტრს მიმართა, რათა არჩევნები არ დაკანონებულიყო.



მსგავსი სიახლეები
რაგბი

საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება თეა წულუკიანზე

საქართველოს რაგბის კავშირი პასუხობს 20 იანვარს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც გაჟღერდა მცდარი მოსაზრება, რომ რაგბის […]...
წაკითხვა
რაგბი

ჩილაჩავამ ავსტრალიელ ჰუკერს სახეში ხელი უთავაზა (ვიდეო)

საფრანგეთის ტოპ 14-ში “კასტრი ოლიმპიკის” ბურჯმა ლევან ჩილაჩავამ ავსტრალიელი ჰუკერისგან ტოლუ ლატუსგან სახეში დარტყმა მიიღო, […]...
წაკითხვა
რაგბი

დავით ნინიაშვილი: “მოედანზე არასდროს არაფერს ვერიდები!”

2021 წლის საქართველოს საუკეთესო მორაგბემ, გულშემატკივართა რჩეულმა დავით ნინიაშვილმა, 8 იანვარს ტოპ 14-ში სადებიუტო ლელო […]...
წაკითხვა
რაგბი

რაგბი ევროპა – ვიწყებთ პორტუგალიით, ვასრულებთ ესპანეთით

რაგბი ევროპამ 2022 წლის ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა, რომელიც ამავდროულად 2023 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპიცაა. […]...
წაკითხვა
რაგბი

დავით კაჭარავა ქეთი ხატიაშვილთან ერთად მადრიდში ისვენებს (ფოტო)

საქართველოს ნაკრების ყოფილი მორაგბე, ახლა რაგბის კავშირის გამგეობის თავჯდომარე და პარლამენტის წევრი დავით კაჭარავა ტანმოვარჯიშე […]...
წაკითხვა
რაგბი

ლევან მაისაშვილი: “როდესაც ორი თამაში გაქვს, შემადგენლობის როტაცია ძალიან რთულიაR

ბორჯღალოსნებმა არანხუესში კაპიტნის ვარჯიში გამართეს და ხვალ, 18:30 საათზე ფიჯისთან ჯახისთვის გაემზადნენ. 14 ნოემბერს ბორდოში, […]...
წაკითხვა
რაგბი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ფიჯის წინააღმდეგ

ბორჯღალოსნების სამწვრთნელ შტაბმა 20 ნოემბერს არანხუესში (ესპანეთი), ფიჯისთან გასამართი შეხვედრისთვის შემადგენლობა დაასახელა. თამაში საქართველოს დროით ...
წაკითხვა
რაგბი

მერაბ შარიქაძე: “გთხოვთ, უყურეთ თამაშს, ეს არ იყო სამართლიანი მსაჯობა!”

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ საფრანგეთთან განცდილი მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იცით, ქალაქ […]...
წაკითხვა
რაგბი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა საფრანგეთის წინააღმდეგ

ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა საფრანგეთთან გასამართ თამაშამდე 48 საათით ადრე 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. განაცხადში [&he...
წაკითხვა
რაგბი

“შავი ლომის” შემადგენლობა “ენისეის” წინააღმდეგ

სოჭში, რუსეთის ჩემპიონ ‘ენისეისთან’ გასამართ თამაშში ‘შავი ლომის’ შემადგენლობაში ორი დებიუტანტია – ბურჯი ნიკოლოზ ხატიაშვილი […]...
წაკითხვა
რაგბი

“40 წელია რაგბს ვუყურებ და ასეთი რამ არ მინახავს” – რა მოხდა საქართველოს

23 ოქტომბერს, საქართველოს დიდი 10-ის მეოთხე ტურში “აკადემია” “იუნკერებს” დაუპირისპირდა და მეტოქე 42:12 დაამარცხა. შეხვედრის [&...
წაკითხვა
რაგბი

ლევან მაისაშვილი: “უცბად გავახილე თვალი და შოკში იყო მთელი მედპერსონალი”

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი რამდენიმე დღის წინ სამშობლოში დაბრუნდა. როგორც იცით, მას […]...
წაკითხვა
რაგბი

ლევან მაისაშვილი საქართველოში დაბრუნდა! (ფოტო)

კოვიდ 19-თან ორთვიანი ბრძოლის შემდეგ, ლევან მაისაშვილი სამხრეთ აფრიკიდან სამშობლოში დაბრუნდა. საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარ […]...
წაკითხვა
რაგბი

გელა აფრასიძე სერჟიო პარისეს დაუპირისპირდა (ვიდეო)

4 სექტემბერს, საფრანგეთის ტოპ 14-ში “ტულონი” საკუთარ მოედანზე “მონპელიეს” დაუპირისპირდა. შეხვედრის ბოლო წუთებში “მონპელი...
წაკითხვა