ირაკლი აზაროვი “დინამოს” პირველ გუნდში გადაიყვანეს

თარიღი: მარტი 29, 2019

თბილისის “დინამოს” აკადემიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელი, 17 წლის ირაკლი აზაროვი პირველ გუნდში დააწინაურეს.

აზაროვი გასულ კვირაში “ლოკომოტივთან” 0-4 მოგებულ შეხვედრაში განაცხადში მოხვდა და სათადარიგო სკამზე იყო.

ირაკლი 2018 წელს “მაინცში” ვარჯიშობდა და 17 წლამდელების ნაკრების ლიდერია.

ფეხბურთელი პოზიციით მარცხენა მცველი და საყრდენი ნახევარმცველია. მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.

მსგავსი სიახლეები