ირაკლი ბუღრიძე: “მოედანზე შესვლისას ვფიქრობდი, რომ მინიმუმ 1 მომენტი მაინც შემექმნა”
საქართველოს 21-წლამდე ნაკრებისა და საჩხერის “ჩიხურას” შემტევმა, ირაკლი ბუღრიძემ ფინეთს შემოსვლიდან რამდენიმე წამში უსწრაფესი გოლი გაუტანა და ნაკრებმა მისი გოლით 3 ქულა მოიპოვა. ბუღრიძემ პირველი კომენტარი Fanebi.com-თან გააკეთა.
“მხოლოდ 4 წუთი იყო დარჩენილი და მოედანზე შესვლისას ვფიქრობდი, რომ მინიმუმ ერთი მომენტი მაინც შემექმნებოდა. ეს ყველაფერი უცებ, 14 წამში მოხდა და მაქსიმალურად ვეცადე, ნაკრებისთვის სასიკეთოდ გამეკეთებინა ყველაფერი, რაც გამომივიდა და მნიშვნელოვანი მატჩი მოვიგეთ. ჩემთვის ორმაგად სასიხარულოა, რომ სადებიუტო და გადამწყვეტი გოლი გავიტანე 21 წლამდე ნაკრებში”, – განაცხადა ბუღრიძემ.
ირაკლი დღეს “ჩიხურას” ლიდერია და Transermarkt-ზე მისი სატრანსფერო ღირებულება 400 ათას ევროზე მეტია, რაც მას ეროვნული ლიგის ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებულ ფეხბურთელად ხდის.