ირაკლი ძარიამ “ტორპედოს” უკაპიტნა – გუნდში დიდი სიახლეებია
ქუთაისის “ტორპედო” ამხანაგურ მატჩში მარტვილის “მერანს” 0-0 დაუზავდა.
“ტორპედოს” მხრიდან შეხვედრაში გადახალისებულმა შემადგენლობამ მიიღო მონაწილეობა და მწვრთნელი მიხეილ აშვეთია როტაციას მიმართავს. კლუბში ლეგიონერებიც გამოჩნდნენ, მათ შორის, ქართველი გულშემატკივრისთვის კარგად ნაცნობი მეკარე, დინო ჰამზიჩი.
ასევე, 27 წლის ცენტფორვარდი ფადი ზიდანი, რომელსაც ისრაელში უთამაშია.
“ტორპედოში” დარჩა ვაჟა ტაბატაძე, ლევან შოვნაძე, ქაფიანიძე, მირცხულავა, ნადარაია, ბოჭორიშვილი, მამასახლისი, შარვაშიძე, შოვნაძე, აბზიანიძე და ირაკლი ძარია, რომელმაც მე-2 ტაიმში ქუთათურებს უკაპიტნა. ძარიას უმძიმესი ტრავმა ჰქონდა მიღებული, კარიერის დასრულებასაც აპირებდა, მაგრამ დაბრუნდა და გუნდს ლეგიონერების მოძიებაშიც ეხმარება. დღევანდელ თამაშში მარცხენა მცველი ვახტანგ ნებიერიძე და ცენტრალური მცველი ალიკო ჩაკვეტაძეც გამოჩდნენ.
“მერანშიც” ჯესი სურმავას მისვლის შემდეგ სიახლეებია და ასეთი შემადგენლობით ითამაშა: