ირაკლი მაჩხანელი: “ლევან მაისაშვილმა შედეგი ვერ დაგვანახა”

თარიღი: დეკემბერი 6, 2020

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ყოფილმა წევრმა, ირაკლი მაჩხანელმა შემოდგომის ერთა თასზე “ბორჯღალოსნების” გამოსვლა შეაფასა და მთავარ მწვრთნელ ლევან მაისაშვილზე ისაუბრა.

“ეს ტურნირი უკვალოდ არ ჩაივლის, გამოგვადგება. როგორც მოთამაშეს სჭირდება ფორმაში ყოფნა, ისე სჭირდება ეს მწვრთნელსაც. თამაში არის მწვრთნელის გამოცდა. ლევან მაისაშვილი კარგი მწვრთნელია, ოთხჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი. მას სამი გამოცდა ჰქონდა, მსოფლიო ჩემპიონატის ჩათვლით. პირველი – 2016 წელს იაპონიასთან, მე-10 ადგილზე გადავიდოდით, რომ მოგვეგო, აქ გვქონდა თამაში, წავაგეთ ბოლო წუთებში. მეორე გამოცდა იყო იტალიასთან, ისიც წავაგეთ. მესამე გამოცდა – შევთანხმდეთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატი ჩაგვივარდა.

ამის შემდეგ, წარმოიდგინეთ, ვუშვებთ უფრო რთულ გამოცდაზე, რვა ერზე. ხდება ასეთი ურთიერთგამომრიცხავი რაღაცებიც. მე იმას არ ვამბობ, რომ უნდა გაგვეშვა, მაგრამ რვა ერშიც შედეგი ვერ ვნახეთ. ჯერ-ჯერობით, ლევან მაისაშვილმა ჩვენ შედეგი ვერ დაგვანახა. მნიშვნელოვანი თამაში ვერ მოგვაგებინა. შეიძლება, კიდევ ერთ გამოცდაზე გავუშვათ, მაგრამ მწვრთნელთან მიმართებაში კულტურა უნდა შევიმუშავოთ. უნდა დავუსახოთ მიზანი, როდის დადებს ის შედეგს.

შოტლანდიიდან ფიჯიმდე, ჩემთვის პროგრესი მხოლოდ ანგარიშშია. მე თამაშის ტაქტიკაში პროგრესი ვერ ვნახე, დერეფანში პრობლემები გვქონდა. შერკინებაში, რაც ჩვენი მთავარი იარაღი იყო, ვერ ვიტყვით, რომ ისევ ისე ვართ. ჩემი გადმოსახედიდან, პროგრესი არ გვაქვს და რვა ერში ჩვენ თამაშს დადებითად ვერ შევაფასებ”, – განაცხადა მაჩხანელმა ტელეკომპანია იმედის ეთერში.

მსგავსი სიახლეები
რაგბი

გამარჯვებულმა მორაგბემ მსაჯი ხელში აიტაცა და წითლი ბარათი მიიღო (ვიდეო)

საფრანგეთის რანგით მეორე სარაგბო დივიზიონში ძალიან სახალისო მომენტი დაფიქსირდა. ბოლო წუთზე მოპოვებული ლელოს წყალობით გახარებულმა […]...
წაკითხვა
რაგბი

ოფიციალურად: ლაშა ჯაიანი “უოსპსში” ითამაშებს!

ბორჯღალოსანი მეორეხაზელი ლაშა ჯაიანი ინგლისში დაბრუნდება და კარიერას პრემიერშიფის “უოსფსში” გააგრძელებს. “უოსფსი” 153 წლის წინ...
წაკითხვა
რაგბი

ნიკა ამაშუკელი – პირველი ქართველი რეფერი, რომელიც ჩემპიონთა თასზე იმსაჯებს

ნიკა ამაშუკელი გახდება პირველი ქართველი რეფერი, რომელიც ევროპის უძლიერეს საკლუბო ტურნირზე, ჩემპიონთა თასზე იმსაჯებს. 17 […]...
წაკითხვა
რაგბი

საჯარო რეესტრმა ირაკლი აბუსერიძეს პრეზიდენტად რეგისტრაციაზე უარი უთხრა

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ირაკლი აბუსერიძეს რაგბის კავშირის პრეზიდენტად რეგისტრაციაზე უარი განუცხადა. მიზეზად წესდების დარღვევით […]...
წაკითხვა
ბლოგი

2020 წლის 40 ყველაზე გამორჩეული სპორტული ფოტო

ფოტოსააგენტო Getty Images, Reuters-თან და AFP-სთან თანამშრომლობის შედეგად 2020 წლის 40 ყველაზე გამორჩეულ ფოტოს გვთავაზობთ. […]...
წაკითხვა
რაგბი

ზირაქაშვილი: “ეს იქნება სამარცხვინო… ყველამ საკუთარ თავში ჩაიხედოს”

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა მორაგბემ დავით ზირაქაშვილმა რაგბის კავშირის არჩევნებთან დაკავშირებით ისაუბრა. ზირაქაშვილმა კიდევ ერთხელ [&hellip...
წაკითხვა
რაგბი

ჩხუბი საქართველოს ჩემპიონატში – მსაჯმა ორ მორაგბეს წითელი ბარათი უჩვენა (ვიდეო)

დღეს, საქართველოს დიდი 10-ის მეოთხე ტურის გადადებული შეხვედრა გაიმართა. ერთმანეთს “არმაზი” და “ყოჩები დაუპირისპირდნენ. მატჩი [&helli...
წაკითხვა
რაგბი

ირაკლი აბუსერიძე: “აგიხსნით, რატომ არის დღევანდელი დღე სამარცხვინო”

რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატმა ირაკლი აბუსერიძემ 25 დეკემბერს გამართული გამგეობის კრებასთან დაკავშირებულ საკითხზე სოციალურ ქსელში […]...
წაკითხვა
რაგბი

ოფიციალურად: გიორგი კვესელაძე “გლოსთერში” ითამაშებს!

საქართველოს ნაკრების წევრი, გიორგი კვესელაძე კარიერას ინგლისის პრემიერშიფში, “გლოსთერის” რიგებში გააგრძელებს. 23 წლის მორაგბე ინგლისში [&h...
წაკითხვა
რაგბი

ლევან მაისაშვილმა “შემოდგომის ერთა თასზე” საქართველოს ნაკრების გამოსვლა შეაფას

ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა იმ სარგებლებზე ისაუბრა, რაც „შემოდგომის ერთა თასმა“ ქართულ რაგბს მისცა. […]...
წაკითხვა
რაგბი

ლევან მაისაშვილი: ‘ამ ტურნირზე საქართველოს ნაკრების გამოსვლას დადებითად ვაფასებ̵

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა ფიჯისთან მარცხის (24:38) შემდეგ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იცით, “ბორჯღალოსნებმ...
წაკითხვა
რაგბი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ფიჯის წინააღმდეგ

ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა, 5 დეკემბერს ედინბურგში, „მარიფილდზე“ ფიჯისთან გასამართი შეხვედრისთვის შემადგენლობა დაასახელა. დუ...
წაკითხვა
რაგბი

“ვინმემ იცის ამ ენის წარმოშობის შესახებ?” – უცხოელები ქართველი კომენტატო

29 ნოემბერს, შემოდგომის ერთა თასზე, საქართველოს ნაკრები ირლანდიას დაუპირისპირდა და 10:23 დამარცხდა. შეხვედრის მე-17 წუთზე […]...
წაკითხვა
რაგბი

რობ კირნი: ‘დღის მთავარი ამბავი – იმსახურებს საქართველოს ნაკრები ექვსი ერის გუ

ირლანდიის ნაკრების ყოფილმა მორაგბემ, რობ კირნიმ “შემოდგომის ერთა თასზე” ირლანდიასა და საქართველოს შორის გამართული შეხვედრის […]...
წაკითხვა
რაგბი

მერაბ შარიქაძე: “იმედი მაქვს, ჩვენი განვითარება გაგრძელდება”

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანმა, მერაბ შარიქაძემ შემოდგომის ერთა თასზე ირლანდიის ნაკრებთან მარცხის (23:10) შემდეგ კომენტარი […]...
წაკითხვა