ირანის ძალოსნობის ფედერაცია მსაჯების გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს
ირანის ძალოსნობის ფედერაცია მსოფლიოს 2017 წლის ჩემპიონატზე მსაჯების მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. ირანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ფედერაციის ხელმძღვანელობა და ბეჰდად სალიმი აშშ-ში გამართული ტურნირის დროს მომხდარი ამბით უკმაყოფილოები არიან.
როგორც იცით, ახლახანს დასრულებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე სალიმიმ ორჭიდში მესამე ადგილი დაიკავა, მეორეზე მისი თანამემამულე გავიდა, ხოლო ჩემპიონი ლაშა ტალახაძე გახდა. აკვრაში, თავის ბოლო გამოსვლაში სალიმიმ 252 კგ ასწია. თავდაპირველად, სამივე მსაჯმა მას გამოსვლა ჩაუთვალა, თუმცა ვიდეოგანხილვის შემდეგ, მსაჯები და ჟიური შეთანხმდნენ იმაზე, რომ ირანელ ძალოსანს ეს გამოსვლა არ ჩაეთვლებოდა.
შეგახსენებთ, რამდენიმე საათის წინ სალიმიმ განაცხადა, რომ ის საზღვარგარეთ გასამართ ტურნირებზე ასპარეზობას აღარ აპირებს.
იხილეთ სალიმის ეპიზოდი
#Iran plans to file a complaint against the jury who overruled two of #BehdadSalimi‘s lifts as press-outs (failure to lock arms) at the #weightlifting World Championships earlier today. #IWFWC2017 https://t.co/aYEZBFCbi7
— Kian Sharifi (@TheKianSharifi) December 6, 2017