IRB თბილისის თასის წლევანდელ გათამაშებამდე 1 თვე რჩება
ერთ თვეზე ნაკლები დრო რჩება ყოველწლიურ საერთაშორისო ტურნირამდე – ‘IRB თბილისის თასი 2014’, რომელიც 14-22 ივნისის ჩათვლით, ავჭალის სარაგბო სტადიონზე გაიმართება. თბილისის თასის შარშანდელი გათამაშების მსგავსად, ჩატარდება სამი სამატჩო დღე – 14, 18 და 22 ივნისი. წლევანდელ ტურნირში ბორჯღალოსნები ესპაეთის ეროვნულ ნაკრებს, არგენტინელ იაგუარებს (A ნაკრები) და მზარდ იტალიას (A ნაკრები) უმასპინძლებენ.
IRB თბილისის თასი 2014 – რაგბის საერთაშორისო საბჭოს ეგიდით იმართება. ტურნირის გენერალური სპონსორი და წარმომდგენია ‘ვი თი ბი ბანკი’ , რომლის ვიცე-პრეზიდენტმა, გიორგი ბარკალაიამ განაცხადა: „ვითიბი ბანკი აქტიურად უჭერს მხარს ქართული სპორტის განვითარებას. მოხარულები ვართ, რომ ასეთი დონის საერთაშორისო ტურნირის ‘IRB თბილისის თასი 2014’ -ის გენერალური სპონსორი ვართ.
„სიამაყით გვსურს ავღნიშნოთ, რომ ჩვენი ქვეყნის ყველაზე წარმატებული სპორტის სახების მხარადაჭერის შესაძლებლობა მოგვეცა. წარმატებას ვუსურვებთ ჩვენს მორაგბეებს და ვიმედოვნებთ, რომ ვითიბი ბანკის მხარდაჭერა კიდევ უფრო შეუწყობს ხელს რაგბის განვითარებას, წინსვლას და წარმატებას.“
IRB თბილისის თასი 2014 – ბილეთები და მატჩების განრიგი
ყოველ სათამაშო დღეს ორი მატჩი გაიამრთება, რომლებიც 17:00 და 19:00 საათზე დაიწყება. ტურნირის ბილეთები 5 ლარი ეღირება, რომლითაც თითო სათამაშო დღის ორივე მატჩზე იქნება დასწრება შესაძლებელი. ინფორმაციას ბილეთების გაყიდვის დაწყების შესახებ, საქართველოს რაგბის კავშირი უახლოეს მომავალში გამოაქვეყნებს.