ირჟი ველში: „თამაში თბილისშია და საკუთარი მოედნის ფაქტორი ბევრს ნიშნავს“

თარიღი: აგვისტო 10, 2014

საქართველოს ეროვნული ნაკრების ხვალინდელმა მეტოქე ჩეხეთმა დღეს სპორტის სასახლეში ივარჯიშა. ჩეხებს დიდი დანაკლისი აქვთ იან ვესელის სახით, გუნდში აევე არ იქნებიან გასულ ევრობასკეტზე მყოფი, გამორჩეული მეფარეები – პეტრ ბენდა ა პაველ ჰოუსკა.

ჩეხებმა საათნახევრის განმავლობაში ივარჯიეს, რის შემდეგაც მოედანი ქართველებმა დაიკავეს. ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ გასულ სეზონში ესპანურ „კახასოლში“ თანაგუნდელები – ბექა ბურჯანაძე და ტომაშ სატორანსკი. ეს უკანასკნელი კარიერულ ზეასვლას განაგრძობს. ჩეხ გამთამაშებელს 2-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა ესპანურმა „ბარსელონამ“.

ვარჯიშის დასრულების შემდეგ სატორანსკისთან ერთად ჩეხეთის ნაკრების ყველაზე გამოცდილსა და სახელიან წევრ, ირჟი ველშს გავესაუბრეთ.

– რთული თამაში იქნება ორივე გუნდისთვის. საკვალიფიკაციო ეტაპი ამ მატჩით იწყება და ეს დამატებით ზეწოლის ქვეშ აქცევს ორივე გუნდს. ჯგუფში ჩვენი სამი ოპონენტისგან საქართველო ყველაზე ძლიერია. ჩვენ აქ, თბილისში ვთამაშობთ და საკუთარი კედლების ფაქტორი ბევრს ნიშნავს.

– საქართველოს ნაკრები თქვენთვის კარგადაა ნაცნობი…

– საქართველოს 2 წლის წინ ლატვიაში, საერთაშორისო ტურნირზე შევხვდით, შარშან კი ევროპის ჩემპიონატზე ვეთამაშეთ, თუმცა ის სულ სხვა იყო. ახლა ორივე გუნდი სულ სხვა სიტუაციაშია. თქვენც გაკლიათ რამდენიმე მოთამაშე, ჩვენ კი სულაც სამი მეფარე – იან ვესელი, პაველ ჰოუსკა და პეტრ ბენდა გვაკლია. ჩემი აზრით ეს იქნება ორი განსხვავებული ფორმაციის გუნდების დაპირისპირება, რომელშიც იმედია, მოგება ჩვენ დაგვრჩება.

– ტანმაღალი მოთამაშეები გაკლიათ და ალბათ აქცენტს სწრაფ თამაშზე გააკეთებთ…

– სწრაფ თამაშზე აქცენტს არა მხოლოდ საქართველოსთან, მთელი ტურნირის მანძილზე ვაპირებთ, რადგან ესაა ჩვენი სტილი. სიმაღლის ძლიერ დეფიციტსაც არ განვიცდით – ჩვენ გვყავს 216 სანტიმეტრი სიმაღლი ანდრეი ბალვინი, თუმცა მას ალბათ გაუჭირდება იმ სამეულის გარემოცვაში, რომლებიც ზაზა ფაჩულია, თოკო შენგელია და ვიქტორ სანიკიძეა. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით სახიფათოა. სხვადასხვა კოზირებთან ერთად სანიკიძეს მეტოქის ფარზე ბურთის მოხსნა ეხერხება.

– რას იტყვით ჩვენს ჯგუფზე?

– ფურცელზე ფავორიტები საქართველო და ჩეხეთი არიან, მაგრამ არ შეიძლება პორტუგალიისა და უნგრეთის ჩამოწერა. პორტუგალიას ჩვენ წინა საკვალიფიკაციოში, 2012 წელს ვეთამაშეთ, მაგრამ დღეს ეს ნაკრები სულ სხვაა. მათ ახალგაზრდა მოთამაშეებით შეავსეს გუნდი და საკმაოდ იმედისმომცემები არიან. უნგრეთის შესახებ ვერაფერს ვიტყვი. ამ ნაკრებს ახალი ნატურალიზებული მოთამაშე ჰყავს. გუნდშია ადამ ჰანგაც, რომელიც ესპანეთის უმაღლეს დივიზიონში თამაშობს. რთული იქნება მათ წინააღმდეგ თამაში.

ირჟი ველში ოხუნჯი ყოფილა. გასაუბრების შემდეგ ჩვენი კამერის წინ ასეთი სასაცილო პოზა მიიღო:

ამის შემდეგ ტომაშ სატორანსკის ჯერიც დადგა

– რამდენიმე წამყვანი მოთამაშე გვაკლია, შესაბამისად გუნდში არაერთი ახალგაზრდაა. არიან გამოცდილი მოთამაშეებიც, რომლებიც პასუხისმგებლობას საკუთარ თავზეიღებენ. თუ ჩვენი თამაში წაგვივიდა, გამარჯვებას აუცილებლად მივაღწევთ.

– კარგად იცნობ ბექა ბურჯანაძეს, რომელთან ერთადაც გასულ სეზონში ესპანურ „კახასოლში“ თამაშობდი. რას იტყვი მასზე?

– იგი ძალიან მებრძოლი, თუმცა შედარებით გამოუცდელი ახალგაზრდაა. მაღლ დონეზე თამაშს ის ახლა იწყებს და ნაკრებში ყოფნაც მისთვის დიდი გამოწვევაა. ბექა ძალიან კარგი პიროვნებაა, ის უზომოდ შრომისმოყვარეა.

ბექა ბურჯანაძე და ტომაშ სატორანსკი

– როგორ შეაფასებ შანსებს?

– საქართველოში თამაშებზე ბევრი ხალხი დადის. ვიცი, რომ ხვალაც ასე იქნება, გულშემატკივარი საქართველოს ნაკრებს მხურვალედ უქომაგებს, მაგრამ ამან არ უნდა დაგვთრგუნოს. ვფიქრობ, ორივე გუნდს მოგების თანაბარი შანსი აქვს. კარგია, რომ საქართველოში პირველ მატჩს ვთამაშობთ და არა ბოლოს.

– ცოტა ხნის წინ „ბარსელონაში“ გადახვედი. შენს როლს როგორ ხედავ ევროპის გრანდში?

– „ბარსელონასთან“ მოლაპარაკება რომ მიმდინარეობდა, ძალიან მინდოდა, ყველაფერი წარმატებით დასრულებულიყო და ასეც მოხდა. ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში მოვხვდი,სადაც დამკვიდრება იოლი არ იქნება. გასულ სეზონში „კახასოლში“ 30 წუთზე მეტს ვთამაშობდი, მაგრამ კატალონიურ კლუბში ვიცი, ასე რომ არ იქნება. ყველაფერს გავაკეთებ, ის ნდობა გავამართლო, რაც ბარსელონელებმა გამომიცხადეს.

– შენ ნბა-ს გუნდშიც ხარ დრაფტირებული და არ აპირებ ოკეანგაღმა თამაშს?

– უახლოესი 2 წლის მანძილზე, რომლის განმავლობაშიც „ბარსელონასთან“ კონტრაქტი მაკავშირებს, ნბა-ში წასვლაზე არ ვიფიქრებ. ზოგადად კი მინდა ამერიკაში გადასვლა, თუმცა ეს პერსპექტივა დღევანდელი გადმოსახედიდან შორია.

GBF.GE

მსგავსი სიახლეები
კალათბურთი

თორნიკე შენგელიამ ცსკა-ში ჩატარებულ პირველ ოფიციალურ მატჩში ტრავმა მიიღო (ვიდეო)

23 სექტემბერს თორნიკე შენგელიამ მოსკოვის ცსკა-ს მაისურით პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა. მოსკოვური კლუბი VTB ლიგაში […]...
წაკითხვა
კალათბურთი

“დინამო” ფარერებში რომან ფიფიასთან ერთად ჩავიდა

“დინამო თბილისი” ფარერებზე გაემგზავრა. გუნდი ტორჰსვანში ჩაფრინდა და ადგილობრივ სასტუმრო “ჰოტელ ფოროიარში” დაბინავდა. ოფიციალურ...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელია: “რუსეთში ისეთივე კეთილი ადამიანები ცხოვრობენ, როგორიც საქართველოში

მოსკოვის ცსკა-ს ახალწვეულმა, თორნიკე შენგელიამ ინტერვიუ მისცა News.ru-ს. ჟურნალისტმა ქართველ კალათბურთელს შეკიხვები მოსკოვურ კლუბში ტრანსფერზე, [&hell...
წაკითხვა
კალათბურთი

ლებრონ ჯეიმსს თავში ბურთი გაარტყეს – ლებრონის რეაქცია (ვიდეო)

13 სექტემბერს, “ლოს ანჯეჯელს ლეიკერსმა” “ჰიუსტონ როკეტსი” 119:96 დაამარცხა. შეხვედრის მიმდიანრეობისას, ერთ-ერთ ეპიზოდში ოსტინ ...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძე: “როცა ლებრონ ჯეიმსს დავაფარე, ცუდი რაღაც მივაძახე”

“ინდიანა პეისერსის” ცენტრმა, გოგა ბითაძემ აგვისტოში “ლოს ანჯელეს ლეიკერსის” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში ლებრონ ჯეიმსთან დაპ...
წაკითხვა
კალათბურთი

ვიქტორ სანიკიძე და დავით კაჭარავა ქართული ოცნების საარჩევნო სიაში მოხვდნენ

“პოლიტიკურმა გაერთიანება ქართულმა ოცნებამ” საპარლამენტო სიის პირველი ოცეული წარადგინა და მათ შორის, ორი სპორტსმენია. საქართველოს […...
წაკითხვა
კალათბურთი

საქართველომ ესტონეთი კაჭარავას გოლით დაამარცხა

საქართველომ უეფას ერთა ლიგის 2020/21 წლების სეზონის ესტონეთთან სტუმრად გამარჯვებით დაიწყო. საქართველომ მეტოქე ნიკა კაჭარავას […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ჯეიმს ჰარდენმა “ლეიკერსთან” გამარჯვების საიდუმლო გაამხილა

გამთენიისას ორლანდომ “ლოს-ანჯელეს ლეიკერსისა” და “ჰიუსტონ როკეტსის” დიდებულ დაპირისპირებას უმასპინძლა. სერიის პირველ მატჩში ბრ...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძესთან შეჯახების შემდეგ, დერიკ ჯონსმა მძიმე ტრავმა მიიღო (ვიდეო)

15 აგვისტოს, NBA-ში გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსი” “მაიამი ჰიტს” დაუპირისპირდა და მეტოქე 109:92 დაამარცხა. შეხვედრის [&hellip...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელიას მწვრთნელი კორონავირუსით დაინფიცირდა

მოსკოვის საკალათბურთო კლუბ “ცსკა”-ს მთავარ მწვრთნელ დიმიტრის იტუდისს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას თავად სპეციალისტი ადასტურებს. 4...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძემ ლებრონ ჯეიმსს დაუფარა (ვიდეო)

გამთენიისას გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსი” ლებრონ ჯეიმსის “ლოს ანჯელეს ლეიკერსს” დაუპირისპირდა. შეხვედრა “პეისერსისR...
წაკითხვა
კალათბურთი

ვიქტორ სანიკიძე: “ცსკა” ევროლიგის მოგების მთავარი ფავორიტია”

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ყოფილი წევრი და “არისის” მოქმედი სპორტული დირექტორი, ვიქტორ სანიკიძე, თვლის, რომ თორნიკე […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ლებრონ ჯეიმსი: “კარანტინში ყოფნისას ყველაზე მეტად დედა მენატრებოდა”

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კარანტინის თავისებურებებსა და ცხოვრების ახალ სტილზე პრესასთან ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის “მეფედ̶...
წაკითხვა
კალათბურთი

როგორ მიულოცეს თანაგუნდელებმა გოგა ბითაძეს დაბადების დღე (ვიდეო)

20 ივლისს “ინდიანა პეისერსის” ქართველი კალათბურთელი, გოგა ბითაძე 21 წლის გახდა. თანაგუნდელებმა მას დაბადების დღე […]...
წაკითხვა