ის, რასაც მთელი საქართველო ელოდა – ქართველი ტალანტები ტოპ 5-ში!
2022 წლის იანვარი, შეიძლება, აღმოჩნდეს ის თვე, როდესაც ორი საუკეთესო ქართველი ტალანტი, ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი ჩაკვეტაძე ტოპ 5 ჩემპიონატში მოხვდებიან.
“გენტი” დღეს ბელგიის თასის 1/4 ფინალში “სტანდარტს” დაუპირისპირდება და ჩაკვე კვლავ განაცხადშიც ვერ ხვდება, როცა არც ტრავმა აქვს და არც სხვა სახის პრობლემა. ასეთ დროს კი მარტივია მისახვედრია, რომ გიორგი მალე “გენტს” დატოვებს და მოსალოდნელია, რომ ტოპ 5-დან რომელიმე ჩემპიონატში გადავა. მას შემოთავაზებებები აქვს და მასში გადასახდელი სატრანსფერო თანხა გაცილებით შემცირებულია.
ოდნავ განსხვავებული სიტუაცია აქვს ხვიჩა კვარაცხელიას, რომელშიც “რუბინი” 20 მილიონ ევროს ითხოვდა, თუმცა თუ ინგლისურ გამოცემებს დავუჯერებთ, “ვესტ ჰემი” ყველაზე მეტად არის დაინტერესებული კვარას დამატებით და მზად არიან ქართველში 15 მილიონი გადაიხადონ. კვარაცხელიაც უმოტივაციოდ თამაშობს რუსეთში და “რუბინს” მისი გაყიდვა ახლა მოუწევს, ვიდრე ფასი კიდევ უფრო არ დაცემულა.
2022 წელი კარგი ამბებით და დიდი ტრანსფერებით უნდა დავიწყოთ.