ის, რაც ბათუმის ფანებს ყველაზე მეტად აღელვებდათ – “საუბარი, უცხოელ ფეხბურთელზეა”
ბათუმის “დინამოს” პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ გადაცემაში “სპორტი იმედზე” ზაფხულისთვის გუნდის გაძლიერებაზე ისაუბრა.
“ზაფხულისთვის ვფიქრობ, სადაც ყველაზე მეტად იქნება საჭირო, იქ გავძლიერდებით. ჩემი, როგორც პრეზიდენტის სურვილია ეს და აუცილებლად უნდა გავძლიერდეთ იმ ერთ რგოლში და ამას მოვახერხებთ. მანამდე სამი თვეა და საუბარი უცხოელ ფეხბურთელს ეხება”
“აზაროვი, კვარაცხელია, დამატებული დავითაშვილი და სხვა მოთამაშეები – 99.9%-ით შემიძლია ვთქვა, რომ ევროტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპების ჩათვლით ჩვენთან იქნებიან” – განაცხადა ბერიძემ.
“დინამოს” შემადგენლობის დიდი ცოდნა არ სჭირდება იმას, რომ საუბარი ცენტრალურ დაცვას შეეხება. დიდი ხანია, გულშემატკივარი დაცვის გაძლიერებას ითხოვს. “თელავთან” შეხვედრაში შუაში კობახიძე-აზაცკის დუეტი იდგა.
Black Sea Pirates – Dinamo Batumi Fan-Club