WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (439050) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

“ისეთი გამძლეობა რომ მქონდეს, როგორიც 10 წლის წინ, ვერავინ გამაჩერებდა, თუმცა ისედაც ვერ მაჩერებენ”

თარიღი: ოქტომბერი 18, 2020

“მილანის” თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა “ინტერთან” გამართული მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

როგორც იცით, ზლატანს კორონავირუსი ჰქონდა. ის გამოჯანმრთელდა და გუშინდელ მატჩში “როსონერიმ” სწორედ მისი გოლების წყალობით მოიგო. “მილანმა” “ინტერი” 2:1 დაამარცხა, შვედმა დუბლი შეასრულა.

“მილანს” დერბი ოთხი წელი მოგებული არ ჰქონდა. სახლში ორი კვირის განმავლობაში ვიყავი ჩაკეტილი, ამიტომ ძალიან მოწყურებული გახლდით, რაც დღეს გამოჩნდა. მართალია, გემოს შეგრძნება ცოტათი დაკარგული მქონდა, მაგრამ დერბიში თამაშში ხელს ვერავინ შემიშლიდა. ცოტათი იმედგაცრუებული ვარ, პენალტი რომ ვერ გამოვიყენე, მაგრამ მთავარია, მოვიგეთ. გუნდში ყველაზე ასაკოვანი ვარ, პასუხისმგებლობას ვგრნობ და ვგრძნობ, რომ დანარჩენები მომყვებიან და ისინიც მოწყურებულები არიან”, – განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა.

ამის შემდეგ, 39 წლის ფეხბურთელმა მის ფიზიკურ მდგომარეობაზე ისაუბრა:

“დიდი ტრავმის შემდეგ, ვიცი, რა დონეზეც ვარ. როცა “მანჩესტერ იუნაიტედში” ვთამაშობდი, ჟოზე მოურინიოს ვუთხარი, რომ მზად არ ვიყავი, ამიტომ ამერიკაში უნდა წავსულიყავი. შემდეგ მითხრეს, რომ “მილანს” ვჭირდებოდი, ამიტომ ევროპაში დავბრუნდი. მგონია, რომ ახლა უფრო სრულყოფილი ფეხბურთელი ვარ, ვიდრედ ათი წლის წინ ვიყავი. ჩემი გამძლეობის დონე ახლა რომ ისეთი იყოს, როგორიც ათი წლის წინ, ვერავინ გამაჩერებდა. თუმცა, მაინც ვერ მაჩერებენ. ბევრს ვვარჯიშობ, ვთამაშობ გამოცდილებით და თანაგუნდელები მზად არიან, რომ დამეხმარნონ. მათ არ მივცემ იმის საშუალებას, რომ გაზს ფეხი აუშვან, ყოველთვის 200 პროცენტით უნდა დავიხარჯოთ”, – ციტირებს ზლატანის სიტყვებს Football Italia.



მსგავსი სიახლეები