ისკო: “ატლეტიკოს დამარცხება ორმატჩიან დუელში კიდევ უფრო რთულია”
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის წინ, მადრიდის “რეალის” ფეხბურთელმა, ისკო ალარკონმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“ოთხი სეზონია “რეალში” ვარ და ჩემპიონთა ლიგაზე ოთხივეჯერ მოგვიწია “ატლეტიკოსთან” შეხვედრა. იმედი მაქვს, წელსაც ისეთივე შედეგს დავაფიქსირებთ, როგორც წინა სამ შემთხვევაში.”
“ისინი აუცილებლად შეეცდებიან, დაგვამარცხონ, რადგან ორივე ფინალი მათთან მოვიგეთ და ასე დავეუფლეთ ჩემპიონთა ლიგის მეათე და მეთერთმეტე თასებს.”
“ლისაბონის ფინალში, სერხიო რამოსმა უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა. იმ მომენტის შემდეგ, თითქმის დარწმუნებულები ვიყავით, რომ ტიტულს ჩვენ მოვიგებდით. შარშან, მილანში თერთმეტმეტრიანების სერია ჩემი კარიერის ყველაზე დაძაბული მომენტი იყო.”
“ატლეტიკოს” ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავს. მათი დამარცხება ორმატჩიან დუელში კიდევ უფრო რთულია. მათ ეს არაერთხელ დაამტცკიცეს. ურთულესი მატჩი გველის,” – აცხადებს ისკო.