ისკო: “ბეილს რთული პერიოდი უდგას”
მადრიდის “რეალის” ფეხბურთელი, გარეთ ბეილი კვლავ ტარვმირებულია. უელსელმა შემტევმა ამჟამად ვარჯიშზე მიიღო კუნთის დაზიანება და, ჯერჯერობით, უცნობია, რამდენ ხანს მოუწევს უქმობა.
ბეილის თანაგუნდელმა, ისკო ალარკონმა 28 წლის შემტევზე ისაუბრა.
“გარეთი დიდი ხანია, ტრავმირებულია. მას რთული პერიოდი უდგას. უელსელს ყველანი მხარში უნდა ამოვუდგეთ. იმედი მაქვს, ბეილი მალე დააღწევს ამ სიტუაციას თავს და გუნდს წარმატების მიღწევაში დაემხარება.”
“პირადად მე რაც შემეხება, ყოველდღიურად ბევრს ვმუშაობ და ვცდილობ, განვვითარდე. ადრე ბევრ სათამაშო დროს ვერ ვიღებდი, თუმცა რაც მქონდა, მინდოდა,მაქსიმალურად პროდუქტიულად გამომეყენებინა. ახლა გაცილებით უფრო თავდაჯერებული და იმედიანი ვარ. მოედანზე ისეთ რაღაცების კეთების სურვილი და მხნეობა მაქვს, რისიც ადრე არ მქონდა,” – ამბობს ისკო.