ისკო – “მანჩესტერ სიტის” ახალი სამიზნე
“მანჩესტერ სიტი” რამდენიმე თვეა, ცდილობს კიდევ ერთი შემტევის შეძენას. დედაქალაქელების სამიზნე აქამდე ალექსის სანჩესი და რიად მაჰრეზი იყო. პირველმა მათგანმა “მანჩესტერ იუნაიტედს” მიაშურა, ხოლო ალჟირელი შემტევი “ლესტერ სიტიმ” არ გამოუშვა.
როგორც ესპანური პრესა წერს, “ქალაქელთა” ახალი სამიზნე ისკო ალარკონია. ნახევარმცველმა ზინედინ ზიდანის გუნდში, ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და სათამაშო დრო საკმაოდ შეუმცირდა. სწორედ ამიტომ, ეს სიტუაცია ტრანსფერს რეალურს ხდის. მით უმეტეს, პეპ გუარდიოლა ისკოს სტილის მოთამაშეებს დიდ უპირატესობას ანიჭებს.
ჯერჯერობით, უცნობია, რა თანხის გადახდა აპირებს “სიტი” ალარკონში.