ისკო: “რეალს” ისეთივე წინააღმდეგობის გაწევა შეუძლია, როგორც – შარშან”
გუშინ ლა ლიგა სანტდანერის მე-14 ტურში მადრიდის “რეალი” ბასკეთში ბილბაოს “ატლეტიკს” ესტუმრა და მეტოქესთან უგოლო ფრე ითამაშა.
მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს “ბლანკოსის” ნახევარმცველი, ისკო ალარკონი ესაუბრა.
“როცა შედეგი აგვიანებს, მაშინვე იტყვიან, რომ შემადგენლობა შესუსტდა. თუმცა, ჩვენი გუნდი წინა სეზონის მსგავსად, წელსაც ძალიან ძლიერია. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ტრავმების გამო, სრული კოლექტივის გამოყენება, ჯერჯერობით, შეუძლებელია. შეგვიძლა, ნებისმიერ მეტოქესთან გამარჯვებისთვის ვიბრძოლოთ.”
“დღევანდელი დღე იყო იმის მაგალითი, რომ გოლების ნაკლებობას განვიცდით. მომენტებს ვქმნით, თუმცა ბოლო ფაზა გვიჭირს. შარშან, რამდენიმე შეხვედრაში ბოლო წუთებზე გავიტანეთ და წელს იღბალი არ გვწყალობს. წინ მნიშვნელოვანი თამაშებია. ნურც მსოფლიო ჩემპიონატი დაგვავიწყდება, რომელზე წარმატების მიღწევაც თავდაჯერებულობის განმტკიცებაში დაგვეხმარება,” – ამბობს ისკო.