ისკო: “შეცდომები? კონცენტრაციის ნაკლებობა და პოზიციების დაკარგვა”
მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში ესპანეთმა მაროკოსთან ფრე, 2-2 ითამაშა. “ფურია როხას” მხრიდან პირველი გოლის ავტორი ისკო ალარკონი გახდა, რომელმაც, ასევე, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელს ჯილდო მოიპოვა. მან დაპირისპირების შემდეგ, კომენტარი გააკეთა.
“საერთო ჯამში, კმაყოფილი ვარ. ბედნიერად ვგრძნობ თავს, რადგან ჯგუფში პირველ ადგილზე დავასრულეთ თამაში. სწორედ ეს გვინდოდა. შესაძლოა, სხვა, მატჩისშემდგომი გრძნობები უფრო გვესიამოვნებოდა, თუმცა დაპირისპირების შემდეგ გავაცნობიერეთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ფაზაში გადავედით. ეს ძალიან გასახარია. სიმართლე რომ გითხრათ, ნაკრებში თამაშის რწმენა განმიმტკიცდა. თუმცა, ჯერ არაფერი მოგივიგია; სულ ცოტა ხნის წინ კი, ურთულესი შეხვედრა გვქონდა. შესაძლოა, ეს იმის ბრალია, რომ ბოლომდე კონცენტრირებულნი არ ვიყავით. ასევე, პოზიციური შეცდომებიც დავუშვით. სწორედ ესენია ის ასპექტები, რომლებიც უნდა გამოვასწოროთ,” – ამბობს ალარკონი.