ისკომ “რეალთან” გაახანგრძლივა
მადრიდის “რეალის” ფეხბურთელმა, ისკო ალარკონმა კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. ესპანელი მოთამაშე ახალი ხელშეკრულების თანახმად 2022 წლის 30 ივნისამდე დარჩება “ბლანკოსში”.
მალაგელმა ნახევარმცველმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“ბარსელონასგან” ბევრი შემოთავაზება მიმიღია, თუმცა მათ არასდროს ვუსმენდი. ჩემი მიზანი ყოველთვის იყო ის, რომ აქ წარმატებას მიმეღწია. ვფიქრობ, ამ კლუბში მენდობიან. მინდა, ჩემი პოზიცია კიდევ უფრო გავიმყარო, სასტარტოში ადგილი დავიმკვიდრო და ბევრი ტიტული მოვიგო. ბედნიერი ვარ დღევანდელი დღით!” – აცხადებს 25 წლის მოთამაშე.