ისლანდიამ ავსტრია დაამარცხა (ვიდეო)
22 ივნისს, ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე, F ჯგუფში ერთმანეთს ისლანდიისა და ავსტრიის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდნენ. მატჩი ისლანდიელთა გამარჯვებით დასრულდა, რის შემდეგაც მათ ჯგუფში მეორე ადგილი და მერვედფინალში თამაშის უფლება მიპოვეს.
ანგარიში მე-18 წუთზე ისლანდიელმა ბიოვარსონმა გახსნა. მე-60 წუთზე შჩიოფმა წონასწორობა აღადგინა. საბოლოო ანგარიში კი 94-ე წუთზე ისლანდიელთა თავდამსხმელმა, ტრაუსტასონმა დააფიქსირა.
ისლანდია: ჰალდორსონი, სიგუროსონი, სევარსონი, სკულასონი, ბიარნასონი, არნასორი, გუნარსონი, გუომუდსონი (ინგასონი 86′), სიგუროსონი, სიგპორსონი (ტრაუსტატონი 80′), ბიოვარსონი (ბიარნასონი 71′).
ავსტრია: ალმერი, კლეინი, პრიოდლი (შჩიოფი 46′), ფუქსი, დრაგოვიჩი, ალაბა, ჰინტერეგერი, ბაუმგარტლინგერი, ილსანკერი (იანკო 46′), საბიცერი (იანშერი 78′), არნაუტოვიჩი.
გოლები: ბიოვარსონი 18′, ტრაუსტასონი 94′ – შჩიოფი 60′
გაფრთხილებები: სკულასონი 36′, სიგპორსონი 51′