ისტორიაში პირველად – სუპერთასის შეხვედრას ქალი მსაჯი იმსაჯებს
23 თებერვალს, მიხეილ მესხი 2-ზე 2020 წლის საქართველოს სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასის მატჩი გაიმართება. ერთმანეთს თბილისური კლუბები, 2019 წლის სეზონის საქართველოს ჩემპიონი დინამო და დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი საბურთალო შეხვდებიან. სუპერთასის ეგიდით ეს თბილისური კლუბების პირველი დაპირისპირება იქნება. ორივე კლუბი გადამწყვეტი მატჩისთვის და სეზონის წარმატებით განახლებისთვის სრული დატვირთვით ემზადება.
2020 წლის საქართველოს სუპერთასის შეხვედრის მთავარი არბიტრი გიორგი კიკაჩეიშვილი იქნება. ისტორიაში პირველად კი, მას ასისტენტობას ქართველი ქალი მსაჯი ქეთევან გაიპარაშვილი გაუწევს.
სუპერთასი 2020-ს შემდეგი სამსაჯო ბრიგადა მოემსახურება:
არბიტრი – გოგა კიკაჩეიშვილი
პირველი ასისტენტი – გიორგი ელიკაშვილი
მეორე ასისტენტი – ქეთევან გაიპარაშვილი
პირველი დამატებითი ასისტენტი – ირაკლი კვირიკაშვილი
მეორე დამატებითი ასისტენტი – ალეკო აფციაური
სათადარიგო მსაჯი – ლევან ვარამიშვილი
2020 წლის საქართველოს სუპერთასის მატჩზე დასწრება თავისუფალია. შეხვედრა მიხეილ მესხი 2-ზე 17:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს სილქ უნივერსალი შემოგთავაზებთ.