ისტორიული გადაწყვეტილების მოლოდინში

თარიღი: თებერვალი 28, 2015

საქართველოში 3-დღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფება ‘მსოფლიო რაგბის’ (რაგბის მსოფლიო კავშირი, ყოფილი ირბ) საშეჯიბრო და მაღალი მიღწევების კომიტეტის თავმჯდომარე მარკ იგანი.

ვიზიტის ფარგლებში მარკ იგანმა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტ გიორგი ნიჟარაძესთან ერთად შეხვედრები გამართა საქართველოს მთავრობის და საქველმოქმედო ფონდ “ქართუს” წარმომადგენლებთან. მხარეები შეხვდნენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ლევან ყიფიანს, დაიგეგმა აუდიენცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, ვიცე-პრემიერ გიორგი კვირიკაშვილთან.

შეხვედრებისას განიხილებოდა 2017 წელს საქართველოში მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის გამართვის საკითხები. ვიზიტისას, მარკ იგანმა თბილისსა და ქუთაისში დაათვალიერა საქართველოს რაგბის კავშირის ინფრასტრუქტურა.

ვიზიტთან და საქართველოში მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის ჩატარებასთან დაკავშირებით, დღეს, 27 თებერვალს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც მედიის შეკითხვებს ლევან ყიფიანმა, ირაკლი დოლაბერიძემ, გიორგი ნიჟარაძემ და მარკ იგანმა უპასუხეს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს რაგბის კავშირმა ტურნირის სამასპინძლოდ სატენდერო განაცხადი უკვე შეიტანა.

ლევან ყიფიანი, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი:

„გვესტუმრა ჩვენი ქვეყნის და ჩვენი რაგბის დიდი მეგობარი – ‘მსოფლიო რაგბის’ საშეჯიბრო დ მაღალი მიღწევების კომიტეტის თავმჯდომარე, მარკ იგანი, რომელიც საქართველოში იმ კომისიის ფარგლებში იმყოფება, რომელიც მართავს მსოფლიო რაგბის 20-წლამდე ჩემპიონატს. ეს არის ძალიან საინტერესო და მასშტაბური ტურნირი, რომლის მასპინძლობა საქართველოს რაგბის კავშირმა, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ და ქვეყანამ ერთად განვიძრახეთ.

„ამისათვის აუცილებელია იმ ცვლილებების განხორციელება, რომლებიც ეხება ინფრასტრუქტურის განვითარებას – მოსაწესრიგებელია სათამაშო და მოსამზადებელია სავარჯიშო მოედნები. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ, როგორც თბილისის, ასევე ქუთაისის მერიასთან. თუ საქართველო მოიპოვებს ტურნირის მასწპინძლობის უფლებას, ქუთაისი ერთერთი ჯგუფის მასპინძელი ქალაქი იქნება.

„სპორტის სამინისტრომ ბატონ იგანს მივიცით გარანტიები იმისა, რომ მოხდება ამ ინფრასტრუქტურის შესაბამისი მომზადება და მინდა გაცნობოთ, რომ უკვე შეირჩა საამისო ტერიტორიები.

„ტურნირის ორგანიზების კუთხით უამრავი საქმეა გასაკეთებელი, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ‘მსოფლიო რაგბთან’. უკვე შეიძლება ითქვას, რომ მასპინძლობის პერსპექტივა ძალიან დიდია. უახლოეს ხანში შეიკრიბება მსოფლიო რაგბის შესაბამისი საბჭო, სადაც გადაწყდება ეს საკითხი.

გიორგი ნიჟარაძე, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი:

„მე არ გადავამეტებ თუ ვიტყვი, რომ ისტორიული გადაწყვეტილების მინჯნაზე ვდგავართ. შეგახსენებთ, რომ ამ მასშტაბის შეჯიბრი სპორტის სათამაშო სახეობაში საქართველოში ჯერ არ ჩატარებულა.

„მინდა გითხრათ, რომ ამ ჩემპიონატს მსოფლიო მასშტაბით ყავს მილიარდ ნახევრიანი აუდიტორია. მონაწილეობს მსოფლიოს ელიტური ნაკრებები და გვეძლევა უნიკალური შესაძლებლობა მონაწილეობა, როგორც მასპინძელმა ქვეყანამ მივიღოთ. თუ ‘მსოფლიო რაგბი’ გადაწყვეტს და მოგვცემს მასპინძლობის უფლებას, ეს იქნება მძლავრი ბიძგი ძალიან ბევრი რამის მიმართ საქართველოში – შეიქმნება ახალი ინფრასტრუქტურა, გაიზრდება ქვეყნის ცნობადობა და უამრავი ტურისტი ჩამოვა.

„მოკლედ, რომ ვთქვათ ეს ყველაფერი არის მხოლოდ პოზიტივის მომტანი. აქედან გამომდინარე, მე უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებ ამ ყველაფერს, როგორც ქართული რაგბისთვის, ასევე ქართული სპორტისთვის ზოგადად. მითუმეტეს, რომ პროექტის ფარგლებში ჩვენ ამ ინფრასტრუქტურას განვიხილავთ, როგორც ტურნირის შემდეგ საზიაროს ფეხბურთთან, იმიტომ რომ ფეხბურთსაც ამ კუთხით საკმაოდ სერიოზული პრობლემები აქვს.

„ძალიან მიხარია ასევე, რომ ბატონ მარკ იგანს გუშინ დავუსაბუთეთ საბოლოოდ რატომ უნდა იყოს ტურნირის ერთი ქვე-ჯგუფი ქუთაისში. ქუთაისურმა რაგბმა ეს ნამდევილად დაიმსახურა და გარდა ამისა ქუთაისისთვის, როგორც ქალაქის განვითარებისთვის ეს დიდი და პოზიტიური სტიმული იქნება.

„მთავრობამ ‘მსოფლიო რაგბს’ მისცა გარანტია იმისა, რომ საქართველოს მხრიდან ყველა გაწერილი ვალდებულება ზედმიწევნით შესრულდება. გაცნობებთ, რომ დღეს დასკვნითი შეხვედრა გვექნება საქართველოს ვიცე-პრემიერთან, ბატონ გიორგი კვირიკაშვილთან. ამ შეხვედრაზე ეს ყველაფერი მთავრობის სახელით გაცხადდება. სამშაბათამდე, საქართველოს მთავრობა ოფიციალური წერილით დაუდასტურებს ზემოაღნიშნულს ‘მსოფლიო რაგბის’ პრეზიდენტს და ამის შემდეგ, ოთხშაბათსა და ხუთსაბათს, ბატონი იგანი კომისიის ორგ-სხდომაზე გააკეთებს მოხსენებას, სადაც შემუშავებულ იქნება რეკომენდაცია, ხოლო ოფიციალური გადაწყვეტილება უკვე მაისში იქნება მიღებული. თუმცა მერწმუნეთ, რომ რეკომენდაცია პრაქტიკულად გადაწყვეტილებას ნიშნავს.

„ასე, რომ დაველოდოთ და სანთლებიც დავანთოთ, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი სიკეთის მომტანი რამ შეიძლება მოხდეს. გარდა ამისა მინდა ავღნიშნო, რომ ‘მსოფლიო რაგბის’ 20-წლამდელთან ჩემპიონატი არა ელიტურ სარაგბო ქვეყანაში ჯერ არ ჩატარებულა.

მარკ იგანის განცხადებით, საქართველოს ძალზე რეალური შანსი აქვს მასპინძლობის უფლების მოპოვებისა, რადგან მთავრობის და ასევე საქველმოქმედო ფონდ “ქართუს” მხრიდან მიღებულია გარანტიები ახალი სარაგბო ინფრასტუქტურის შექმნის და ტურნირის მაღალ დონეზე ჩატარების თაობაზე. ‘მსოფლიოს რაგბის’ მაღალჩინოსნის თქმით, ქუთაისის სარაგბო ინფრასტრუქტურამ, რომლის მსგავსი მას ბოლო წლებში სხვა არცერთ ქვეყანაში არ უნახავს, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა – ასეთი ბაზის პირველი დონის სარაგბო ქვეყნებსაც შეშურდებოდათო, დასძინა მან.

როგორც ზემოთ აღინიშნა, 2017 წლის ‘მსოფლიო რაგბის’ 20-წლამდელთა ჩემპიონატის საქართველოში ჩატარების შესახებ მარკ იგანი დუბლინში, “მსოფლიო რაგბის” შტაბ-ბინაში დაგემილ ორგ-საბჭოზე მომავალ კვირას იმსჯელებს, სადაც საბჭოს წევრებს საქართველოს მთავრობის მხრიდან ტურნირის მასპინძლობაზე ოფციალურ გარანტიებს წარუდგენს, საბოლოო გადაწყვეტილებას კი “მსოფლიო რაგბი” მიმდინარე წლის მაისში მიიღებს.

Rugby.GE

მსგავსი სიახლეები
სხვადასხვა

სამწუხარო ინფორმაცია: ტოჩინოშინი კიუშუ ბაშოზე ვეღარ იასპარეზებს

უცხოურ პრესაში ქართველი სუმოისტის, ტოჩინოშინის, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა. ლევან გორგაძემ ბოლო ორთაბრძო...
წაკითხვა
სხვადასხვა

მარიო და სონიკი ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე

ვიდეო თამაშების და სპორტის მოყვარულთ თავშესაქცევად ახალი გასართობი აქვთ. ვიდეო თამაშების ცნობილმა იაპონურმა მწარმოებელმა Sega-მ […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

UFC-ის მებრძოლი მოსკოვში ოქტაგონზე ქართული მელოდიის თანხლებით გამოვიდა (ვიდეო)

10 ნოემბერს, რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში UFC Fight Night 163 გაიმართა. ღონისძიების მთავარი დაპირისპირება რუსეთის სახელით […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

კონორ მაკგრეგორმა ხაბიბის ბიძაშვილს UFC-ში წარუმატებელი დებიუტის შემდეგ დასცინა (ფოტო)

კონორ მაკგრეგორმა სოციალური ქსელის საშუალებით ყურადღება კიდევ ერთხელ მიიპყრო. ამჯერად მან Twitter-ში რამდენიმე თვითი ხაბიბ […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ალისა შმიდტი – მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი სპორტსმენი (ფოტო)

ალისა შმიდტი ამერიკელი საშუალო დისტანციაზე მორბენალია, რომელსაც მონაწილეობა მიღებული აქვს 2008 და 2012 წლის ოლიმპიურ […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

“ვიცი, როგორ ძალიან გაკლივარ…” – ტოჩინოშინის ემოციური პოსტი სოციალ

ქართველმა სუმოისტმა, ლევან გორგაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. ტოჩინოშინმა შვილს დაბადების დღე მიულოცა. “დღეს ორი […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ოსაკას გრან სლემზე

22-24 ნოემბერს იაპონიაში ოსაკას გრან სლემი გაიმართება. ტურნირზე მონაწილეობას ოთხი ქართველი ძიუდოისტი მიიღებს. 73 კგ: […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ლევან საგინაშვილი საზამთროს წინააღმდეგ – რა გააკეთა “ქართველმა ჰალკმა”?

ქართველმა მკლავჭიდელმა, ლევან საგინაშვილმა სახალისო შეჯიბრში მიიღო მონაწილეობა. “ქართველი ჰალკი” უკრაინელ ძალოსანს, ლონდონის ოლიმპიური თამ...
წაკითხვა
სხვადასხვა

რუსი კომენტატორის რეაქცია – ლიპარტელიანმა ფინალში რუსი მეტოქე რუსთში დაამარცხა (ვიდე

1 ნოემბერს, რუსეთის ქალაქ იჟევსკში მიმდინარე ევროპის 23-წლამდე ჩემპიონატზე, -57კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ეთერ ლიპარტელიანმა […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ვარლამ ლიპარტელიანი და ლევან საგინაშვილი ერთმანეთს შეეჯიბრნენ (ვიდეო)

ქართველი მკლავჭიდელი ლევან საგინაშვილი და ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი ერთმანეთს “ქართველი ჰალკის” სპორტში შეეჯიბრნენ. გთავაზობთ ვიდეოს, ...
წაკითხვა
სხვადასხვა

ტოიოტამ ნიკოლოზ შერაზადიშვილზე ვიდეორგოლი გადაიღო

მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი იაპონური ავტომობილების მწარმოებელი კომპანიის, ტოიოტას ესპანურმა წარმომადგენლობამ ნიკოლოზ შერაზადიშვილზე ვიდეორგოლი გადაიღ...
წაკითხვა
სხვადასხვა

მირზა სხულუხია მსოფლიო ჩემპიონია – ქართველმა ფინალში რუსეთის ნაკრების წევრი დაამარცხ

29 ოქტომბერს, უნგრეთში მიმდინარე 23-წლამდე მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში ოქროს მედალს ორი ქართველი მოჭიდავე დაუეფლა. […]...
წაკითხვა