ისტორიული ფაქტი ინგლისის პრემიერ ლიგაში, რომელიც ყველას გამორჩა
30 ოქტომბერს, ინგლისის პრემიერ ლიგის მე-10 ტურში “ევერტონმა” საკუთარ მოედანზე “ვესტ ჰემი” მიიღო და მეტოქე 2:0 დაამარცხა.
ამ შეხვედრაში ისტორიული ფაქტი დაფიქსირდა, რომელიც ბევრისათვის შეუმჩნეველი დარჩა. “ევერტონის” ნახევარმცველი, გარეტ ბერი პრემიერ ლიგის ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელიც ბურთს 25000-ჯერ შეეხო.
შეგახსენებთ, რომ ბერის, რომელიც ახლა 35 წლისაა, “ევერტონის” გარდა, “ასტონ ვილასა” და “მანჩესტერ სიტიში” უთამაშია.
გთავაზობთ იმ ფეხბურთელების ათეულს, რომლებიც პრემიერ ლიგის მატჩებში ბურთს ყველაზე მეტჯერ შეეხო:
1. გარეტ ბერი – 25,057
2. ლეიტონ ბეინსი – 22,325
3. გაელ კლიში – 21,909
4. მაიკლ კერიკი – 21,909
5. სტივენ ჯერარდი – 20,750
6. ბაკარი სანია – 20,212
7. სესკ ფაბრეგასი – 20,045
8. გლენ ჯონსონი – 19,617
9. ჯონ ტერი – 18,628
10. უეინ რუნი – 18,499