ისტორიული წამები: საქართველოს ნაკრები D ჯგუფის გამარჯვებული გახდა
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის ბოლო მატჩში ყაზახეთის ეროვნული ნაკრები მინიმალური სხვაობით, 2-1 დაამარცხა. ამ გამარჯვების შემდეგ ნაკრებმა D ჯგუფში ყველაზე მეტი, 16 ქულა დააგროვა და ნახევარფინალურ შეხვედრას მოედნის უპირატესობით შეხვდება.
პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, ჩვენი მხრიდან ყველაზე მეტად კვლავ გიორგი ჩაკვეტაძე აქტიურობდა, რომელმაც რამდენიმე მწვავე გარღვევა მოაწყო. დამაჯერებელი იყო საბა კრიკველია, და კაშიას წყვილი. ერთ მომენტში კი გიორგი ლორიამ ახლო მანძილიდან რთული ბურთის მოგერიებაც შეძლო.
მე-2 ნახევარი აქტიურად დავიწყეთ და 50-ე წუთზე კუთხურიდან ჩამოწოდების შემდეგ კაშიამ თავით ბრძოლაში ყველას მოუგო, თუმცა ბურთი მცირე მანძილით აცდა. 59-ე წუთზე ჩაკვეტაძე კვლავ გაიჭრა, მეტოქეს გვერდი ადვილად აუარა, მარცხენა ფეხით ჩააწოდა და გიორგი მერებაშვილმა 1 წლის შემდეგ პირველი გოლის გატანა შეძლო.
73-ე წუთზე ჯარიმიდან ჩამოწოდებისწ შემდეგ ყაზახებმა თავით სახიფათოდ დაარტყეს, თუმცა ბურთი მცირე მანძილით აცდა. 78-ე წუთზე თამაშის ყველაზე კურიოზული მომენტი დაფიქსირდა, კაშიამ ყაზაიშვილი მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, ვაკომ გამჭოლი და ოდნავ ძლიერი პასი კარის კიდესთან ჩასაფრებულ ჩაკვეტაძეს მიაწოდა, რომელმაც ზუსტად დარტყმა ვერ მოახერხა, ბურთი ძელს მოხვდა და ყაზახეთი მე-2 გოლის გაშვებას გადაურჩა.
84-ე წუთზე კვერკველიამ დაიწყო შეტევა, კაჭარავამ ულამაზესად დაუგდო ყაზაიშვილს, რომელმაც ჩაკვეს მიაწოდა. ჩაკვემ თავის სტილში ბურთი მარჯვენა მხარეს წაიღო და მეკარეს აუღებელი დაურტყა.
90-ე წუთზე ომირტაიევმა ჩვენების შეცდომით ისარგებლა და საბოლოო ანგარიში, 2-1 დააფიქსირა.
92-ე წუთზე ჩაკვეტაძის ნაცვლად მოედანზე აბურჯანია შემოვიდა…
საქართველო 2-1 ყაზახეთი
გოლები: მერებაშვილი 58, ჩაკვეტაძე 84 – ომირტაიევი 90
საქართველო: ლორია – კაკაბაძე (ხოჭოლავა 86), კვერკველია, კაშია, დვალი – კანკავა, კვეკვესკირი, გვილია (კაჭარავა 75), მერებაშვილი, ჩაკვეტაძე (აბურჯანია 92) – ყაზაიშვილი
მმთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ ვაისი