ისტორიული წამები: საქართველოს ნაკრები D ჯგუფის გამარჯვებული გახდა

თარიღი: ნოემბერი 20, 2018

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის ბოლო მატჩში ყაზახეთის ეროვნული ნაკრები მინიმალური სხვაობით, 2-1 დაამარცხა. ამ გამარჯვების შემდეგ ნაკრებმა D ჯგუფში ყველაზე მეტი, 16 ქულა დააგროვა და ნახევარფინალურ შეხვედრას მოედნის უპირატესობით შეხვდება.

პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, ჩვენი მხრიდან ყველაზე მეტად კვლავ გიორგი ჩაკვეტაძე აქტიურობდა, რომელმაც რამდენიმე მწვავე გარღვევა მოაწყო. დამაჯერებელი იყო საბა კრიკველია, და კაშიას წყვილი. ერთ მომენტში კი გიორგი ლორიამ ახლო მანძილიდან რთული ბურთის მოგერიებაც შეძლო.

მე-2 ნახევარი აქტიურად დავიწყეთ და 50-ე წუთზე კუთხურიდან ჩამოწოდების შემდეგ კაშიამ თავით ბრძოლაში ყველას მოუგო, თუმცა ბურთი მცირე მანძილით აცდა. 59-ე წუთზე ჩაკვეტაძე კვლავ გაიჭრა, მეტოქეს გვერდი ადვილად აუარა, მარცხენა ფეხით ჩააწოდა და გიორგი მერებაშვილმა 1 წლის შემდეგ პირველი გოლის გატანა შეძლო.

73-ე წუთზე ჯარიმიდან ჩამოწოდებისწ შემდეგ ყაზახებმა თავით სახიფათოდ დაარტყეს, თუმცა ბურთი მცირე მანძილით აცდა. 78-ე წუთზე თამაშის ყველაზე კურიოზული მომენტი დაფიქსირდა, კაშიამ ყაზაიშვილი მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, ვაკომ გამჭოლი და ოდნავ ძლიერი პასი კარის კიდესთან ჩასაფრებულ ჩაკვეტაძეს მიაწოდა, რომელმაც ზუსტად დარტყმა ვერ მოახერხა, ბურთი ძელს მოხვდა და ყაზახეთი მე-2 გოლის გაშვებას გადაურჩა.

84-ე წუთზე კვერკველიამ დაიწყო შეტევა, კაჭარავამ ულამაზესად დაუგდო ყაზაიშვილს, რომელმაც ჩაკვეს მიაწოდა. ჩაკვემ თავის სტილში ბურთი მარჯვენა მხარეს წაიღო და მეკარეს აუღებელი დაურტყა.

90-ე წუთზე ომირტაიევმა ჩვენების შეცდომით ისარგებლა და საბოლოო ანგარიში, 2-1 დააფიქსირა.

92-ე წუთზე ჩაკვეტაძის ნაცვლად მოედანზე აბურჯანია შემოვიდა…

საქართველო 2-1 ყაზახეთი

გოლები: მერებაშვილი 58, ჩაკვეტაძე 84 – ომირტაიევი 90

საქართველო: ლორია – კაკაბაძე (ხოჭოლავა 86), კვერკველია, კაშია, დვალი – კანკავა, კვეკვესკირი, გვილია (კაჭარავა 75), მერებაშვილი, ჩაკვეტაძე (აბურჯანია 92) – ყაზაიშვილი

მმთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ ვაისი

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

“ჩიხურამ” “დინამო” დაამარცხა და “მერანი” ეროვნული ლიგი

ეროვნული ლიგის მე-16 ტურში საჩხერის “ჩიხურამ” მიხეილ მესხის სტადიონზე თბილისის “დინამო” 2-0 დაამარცხა. ანგარიში მე-17 [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

უარი მარადონას ხსოვნის პატივმიგებაზე: “ის მოძალადე და პედოფილი იყო”

ესპანური “ვიახეს ინტერიასის” ქალთა გუნდის ფეხბურთელმა პაულა დაპენამ დიეგო მარადონას ხსოვნის პატივმიგებაზე დემონსტრაციულად უარი თქვა. [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

ინფიცირებიდან ოცი დღის შემდეგ, ხვიჩა კვლავ საქართველოშია

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისა და ყაზანის “რუბინის” ერთ-ერთი ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას, ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის უცნობია...
წაკითხვა
ფეხბურთი

გაბიმ კარიერა დაასრულა

მადრიდის “ატლეტიკოს” ყოფილმა ნახევარმცველმა გაბიმ პროფესიული კარიერა დაასრულა. გავრცელებული ინფორმაციით, 37 წლის ესპანელი მომავალი სეზონიდ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“იუვენტუსსა” და “პარი სენ-ჟერმენს” შორის ბარტერი მზადდება

იტალიურ ჟურნალ-გაზეთებში აქტიურად იწერებიან “იუვენტუსსა” და “პარი სენ-ჟერმენს” შორის მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ. Calcio...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბარსელონას” ექს-პრეზიდენტი: “ინტერმა” 2006 წელს 250 მილიონი შემოგ

კატალონიის “ბარსელონას” ყოფილმა პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ, პრესასთან “ინტერის” სარფიანი შემოთავაზების დეტალები გაგვანდო. ლაპო...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფერარა: “დიეგო ანტიგმირი იყო, დაშვებული შეცდომებისთვის პასუხი აგო”

“ნაპოლისა” და “იუვენტუსის” ყოფილმა მცველმა, ჩირო ფერარამ, დიეგო მარადონაზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ მარადონა, რომელიც რამდენი...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბათუმის “დინამომ” “სამტრედიას” დაუქამბექა და ჩემპიონობისთვის ბრძოლ

ეროვნული ლიგის მე-16 ტურში “სამტრედიამ” ბათუმის “დინამო” მიიღო და 1-2 დამარცხდა. 25-ე წუთზე “დინამო” მამუკა [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

კავანი ტაბუდადებული სიტყვის გამოყენებისთვის, შესაძლოა, დაისაჯოს

“მანჩესტერ იუნაიტედის” ურუგვაელი თავდამსხმელი, ედინსონ კავანი, შესაძლოა, რასისტული სიტყვის გამოყენებისთვის დასაჯონ. ინფორმაციას ბრიტანული ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვან დე ბეკმა ტრავმირებული კოჭის ფოტო გამოაქვეყნა სახალისო წარწერით

“მანესტერ იუნაიტედის” ნიდერლანდელმა ნახევარმცველმა, დონი ვან დე ბეეკმა, “საუთჰემპტონთან” მოგებულ მატჩში (2:3) დაზიანება მიიღო....
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბოკა ხუნიორსის” ფეხბურთელებმა გამარჯვება დიეგო მარადონას მიუძღვნეს (ვიდეო)

29 ნოემბერს, არგენტინის ჩემპიონატში “ბოკა ხუნიორსმა” საკუთარ მოედანზე “ნიუელს ოლდ ბოისი” მიიღო და მეტოქე 2:0 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორ მიაგო პატივი შოთა არველაძემ დიეგო მარადონას?

შოთა არველაძის საფეხბურთო კუმირი დიეგო მარადონა გახლდათ. სწორედ შოთამ და აჩი არველაძეებმა მოახერხეს თბილისში ჩამოსული […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჯანლუიჯი დონარუმას სეივი ფრანკ რიბერის წინააღმდეგ (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო Let's not forget this INCREDIBLE save by Donnarumma when 1v1 with Ribery.Phenomenal 😳😳😳 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მუნდიალზე გატანილი გოლების რაოდენობით სენეგალის ნაკრების რეკორდსმენი გარდაიცვალა

სენეგალის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი პაპა ბუბა დიოპი 42 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ხანგრძლივი ავადმყოფობა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მარადონას გარდაცვალებაში მის პირად ექიმს ადანაშაულებენ

დიეგო მარადონას გარდაცვალებაში მის პირად ექიმ ლეოპოლდო ლუკეს ადანაშაულებენ. “ასის” ცნობით, ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის ნათესავები ...
წაკითხვა