იტალია: 21-ე ტურის მიმოხილვა
Fanebi.com იტალიის სერია A-s 21-ე ტურის მიმოხილვას წარმოგიდგენთ.
რომა – ემპოლი
გასული სეზონის მსგავსად როგორც ჩანს “რომას” წელსაც დაეწყო “ფრეების ეპიდემია”. 21-ე ტურში დედაქალაქელები მსგავსი “ვირუსით” დაავადებულ კიდევ ერთ გუნდს, “ემპოლის” შეხვდნე და აღნიშნული მატჩიც ფრედ, 1:1 დასრულდა.
ანგარიში პენალთით მაკარონემ გახსნა და ტაიმიც სტუმართა გამარჯვებით დასრულდა. წონასწორობის აღდგენა “რომამ” 59-ე წუთზე, მაიკონის შეძლო, რომელმაც საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
უდინეზე – იუვენტუსი
კონკურენტის მორიგი წაფორხილებით ვერ ისარგებლა “იუვენტუსმა”, რომელიც გასულ ტურში უდინეს სტუმრობდა. შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე დასრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ “იუვენტუსსა” და “რომას” შორის 7-ქულიანი სხვაობა შენარჩუნდა. “უდინეზესთვის” კი ქვეყნის ჩემპიონთან ქულის აღება მშვენიერი შედეგია. მიუხედავად იმისა, რომ სატურნირო თვალსაზრისით სტრამაჩონის გუნდისთვის ამ ქულას განსაკუთრებული წინსვლა არ მოუტანია.
მილანი – პარმა
“მილანმა“ აუტსაიდერი „პარმა“ მიიღო და ანგარიშით 3:1 დაამარცხა. შეხვედრის მე-16 წუთზე მეტოქის საჯარიმოში მყოფი კრისტიან ძაკარდო თავით ჩაწოდებას ცდილობდა, თუმცა ბურთი მეტოქეს ხელში გაარტყა. შედეგად, მსაჯმა პენალტი დანიშნა, თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან კი ჯერემი მენეზი მივიდა, რომელმაც მირანტე უშანსოდ დატოვა – 1:0. ამის შემდეგ სტუმრები გააქტიურნდნენ და „მილანის“ კართან რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს. უკვე 24-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში არეულობით ანტონიო ნოჩერინომ ისარგებლა, რომელმაც ზუსტი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა. სათქმელია, რომ გატანილი გოლი ნახევარმცველმა არ აღნიშნა (მოგეხსენებათ, იგი „პარმაში“ იჯარით თამაშობს და მისი კონტრაქტი სწორედ „მილანს“ ეკუთვნის). პირველი ტაიმის დარჩენილ დროში მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა. ერთ-ერთი ეპიზოდი სტუმართა ორი ძლიერი დარტყმით დასრულდა, თუმცა, ორივე შემთხვევაში, „როსონერის“ მეკარე დიეგო ლოპესმა გაიბრწყინა.
მეორე ნახევრის მე-12 წუთზე მარჯვენა ფლანგზე მენესი პასით მოამარაგეს, ფრანგი კი მეტოქის საჯარიმოში სწრაფად აღმოჩნდა და მირანტეს კარში ზუსტად დაარტყა – 2:1. საბოლოო ანგარიში კი ამ შეხვედრაში მილანელთა რიგებიდან ერთ-ერთი აქტიური ფეხბურთელის კრისტიან ძაკარდოს გოლის შემდეგ დაფიქსირდა.
3:1 და ამ გამარჯვებით ინძაგის გუნდმა 2015 წელს იტალიის პირველობაში ნანატრი გამარჯვება იზეიმა. ამჟამად „შავ-წითლები“ 29 ქულით სატურნირო ცხრილის მე-8 ადგილზე იმყოფებიან. შემდეგ ტურში ლომბარდიელები სტუმრად სატურნირო ცხრილის ლიდერ „იუვენტუსს“ შეხვდებიან.
ტურის ყველა მატჩი
31.01 | 21:00 | ჯენოა | 1:1 | ფიორენტინა | დაწვრილებით | |||
31.01 | 23:45 | რომა | 1:1 | ემპოლი | დაწვრილებით | |||
01.02 | 15:30 | სასუოლო | 3:1 | ინტერი | დაწვრილებით | |||
01.02 | 18:00 | ატალანტა | 2:1 | კალიარი | დაწვრილებით | |||
01.02 | 18:00 | ტორინო | 5:1 | სამპდორია | დაწვრილებით | |||
01.02 | 18:00 | კიევო | 1:2 | ნაპოლი | დაწვრილებით | |||
01.02 | 18:00 | ჩეზენა | 2:1 | ლაციო | დაწვრილებით | |||
01.02 | 18:00 | უდინეზე | 0:0 | იუვენტუსი | დაწვრილებით | |||
01.02 | 18:00 | პალერმო | 2:1 | ვერონა | დაწვრილებით | |||
01.02 | 23:45 | მილანი | 3:1 | პარმა | დაწვრილებით |