იტალია: 21-ე ტურის მიმოხილვა

თარიღი: თებერვალი 2, 2015

Fanebi.com იტალიის სერია A-s 21-ე ტურის მიმოხილვას წარმოგიდგენთ.

 

რომა – ემპოლი

გასული სეზონის მსგავსად როგორც ჩანს “რომას” წელსაც დაეწყო “ფრეების ეპიდემია”. 21-ე ტურში დედაქალაქელები მსგავსი “ვირუსით” დაავადებულ კიდევ ერთ გუნდს, “ემპოლის” შეხვდნე და აღნიშნული მატჩიც ფრედ, 1:1 დასრულდა.

ანგარიში პენალთით მაკარონემ გახსნა და ტაიმიც სტუმართა გამარჯვებით დასრულდა. წონასწორობის აღდგენა “რომამ” 59-ე წუთზე, მაიკონის შეძლო, რომელმაც საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

 

 

უდინეზე – იუვენტუსი

კონკურენტის მორიგი წაფორხილებით ვერ ისარგებლა “იუვენტუსმა”, რომელიც გასულ ტურში უდინეს სტუმრობდა. შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე დასრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ “იუვენტუსსა” და “რომას” შორის 7-ქულიანი სხვაობა შენარჩუნდა. “უდინეზესთვის” კი ქვეყნის ჩემპიონთან ქულის აღება მშვენიერი შედეგია. მიუხედავად იმისა, რომ სატურნირო თვალსაზრისით სტრამაჩონის გუნდისთვის ამ ქულას განსაკუთრებული წინსვლა არ მოუტანია.

 

მილანი – პარმა

“მილანმა“ აუტსაიდერი „პარმა“ მიიღო და ანგარიშით 3:1 დაამარცხა. შეხვედრის მე-16 წუთზე მეტოქის საჯარიმოში მყოფი კრისტიან ძაკარდო თავით ჩაწოდებას ცდილობდა, თუმცა ბურთი მეტოქეს ხელში გაარტყა. შედეგად, მსაჯმა პენალტი დანიშნა, თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან კი ჯერემი მენეზი მივიდა, რომელმაც მირანტე უშანსოდ დატოვა – 1:0. ამის შემდეგ სტუმრები გააქტიურნდნენ და „მილანის“ კართან რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს. უკვე 24-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში არეულობით ანტონიო ნოჩერინომ ისარგებლა, რომელმაც ზუსტი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა. სათქმელია, რომ გატანილი გოლი ნახევარმცველმა არ აღნიშნა (მოგეხსენებათ, იგი „პარმაში“ იჯარით თამაშობს და მისი კონტრაქტი სწორედ „მილანს“ ეკუთვნის). პირველი ტაიმის დარჩენილ დროში მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა. ერთ-ერთი ეპიზოდი სტუმართა ორი ძლიერი დარტყმით დასრულდა, თუმცა, ორივე შემთხვევაში, „როსონერის“ მეკარე დიეგო ლოპესმა გაიბრწყინა.

მეორე ნახევრის მე-12 წუთზე მარჯვენა ფლანგზე მენესი პასით მოამარაგეს, ფრანგი კი მეტოქის საჯარიმოში სწრაფად აღმოჩნდა და მირანტეს კარში ზუსტად დაარტყა – 2:1. საბოლოო ანგარიში კი ამ შეხვედრაში მილანელთა რიგებიდან ერთ-ერთი აქტიური ფეხბურთელის კრისტიან ძაკარდოს გოლის შემდეგ დაფიქსირდა.

3:1 და ამ გამარჯვებით ინძაგის გუნდმა 2015 წელს იტალიის პირველობაში ნანატრი გამარჯვება იზეიმა. ამჟამად „შავ-წითლები“ 29 ქულით სატურნირო ცხრილის მე-8 ადგილზე იმყოფებიან. შემდეგ ტურში ლომბარდიელები სტუმრად სატურნირო ცხრილის ლიდერ „იუვენტუსს“ შეხვდებიან.

 

ტურის ყველა მატჩი

31.01 21:00 ჯენოა ჯენოა 1:1 ფიორენტინა ფიორენტინა დაწვრილებით
31.01 23:45 რომა რომა 1:1 ემპოლი ემპოლი დაწვრილებით
01.02 15:30 სასუოლო სასუოლო 3:1 ინტერი ინტერი დაწვრილებით
01.02 18:00 ატალანტა ატალანტა 2:1 კალიარი კალიარი დაწვრილებით
01.02 18:00 ტორინო ტორინო 5:1 სამპდორია სამპდორია დაწვრილებით
01.02 18:00 კიევო კიევო 1:2 ნაპოლი ნაპოლი დაწვრილებით
01.02 18:00 ჩეზენა ჩეზენა 2:1 ლაციო ლაციო დაწვრილებით
01.02 18:00 უდინეზე უდინეზე 0:0 იუვენტუსი იუვენტუსი დაწვრილებით
01.02 18:00 პალერმო პალერმო 2:1 ვერონა ვერონა დაწვრილებით
01.02 23:45 მილანი მილანი 3:1 პარმა პარმა დაწვრილებით
მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

კიელინი: “სამწუხაროდ, “მილანის” ფანი ვიყავი, თუმცა შემდეგ დავჭკვიანდი

ტურინის “იუვენტუსის” ლეგენდამ პრესასთან საუბრისას აღიარა, რომ ადრეულ წლებში “მილანისა” და პაულო მალდინის ფანი იყო. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მიხაილოვიჩმა იბრაჰიმოვიჩი “ბოლონიაში” მიიწვია

“ლოს ანჯელეს-გალაქსის” თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი შესაძლოა, იტალიის სერია А-ში დაბრუნდეს, თუმცა არა ქვეყნის რომელიმე წამყვან [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფაბიო კაპელო: “რონალდუს სამი წელია მეტოქე არ მოუტყუებია”

ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა, ფაბიო კაპელომ “იუვენტუსსა” და “მილანს” შორის გამართული მატჩის შემდეგ კრიშტიანო რონალდუ გააკ...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდუმ სტადიონი მატჩის დასრულებამდე დატოვა

10 ნოემბერს, იტალიის სერია A-ს მე-12 ტურში “იუვენტუსმა” საკუთარ მოედანზე “მილანი” მიიღო და 1:0 გაიმარჯვა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

აარონ რემსიმ კრიშტიანო რონალდუს ბოდიში მოუხადა

ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველმა, აარონ რემსიმ განაცხადა, რომ მან კრიშტიანო რონალდუს ბოდიში მოუხადა. როგორც იცით, 6 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რემზიმ განმარტა, თუ რატომ “წაართვა” რონალდუს გოლი

6 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის შეხვედრაში კრიშტიანუ რონალდუ ძალიან ახლოს იყო “იუვენტუსის” […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდუ გაბრაზდა – რატომ შეცვალა სარიმ კრიშტიანო?

6 ნოემბერს, უეფას ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში ტურინის “იუვენტუსი” სტუმრად მოსკოვის “ლოკომოტივს” დაუპირისპირდა და ანგარიშით 1:...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა: მერვე სათამაშო დღე (ვიდეომიმოხილვა)

უეფას ჩემპიონთა ლიგის 2019-2020 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის მერვე სათამაშო დღის მატჩები გაიმართა. A ჯგუფი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ევრო-2020-ის ოფიციალური ბურთი წარადგინეს

კომპანია Adidas-მა 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის ოფიციალური ბურთი წარადგინა, რომელსაც სახელად Uniforia (“უნიფორია”) ეწოდა. სახელწოდება [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდუმ ცვლილების შემდეგ სარის ხელი არ ჩამოართვა (ვიდეო)

ტურინის “იუვენტუსმა” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის მატჩი რუსეთში გამართა. მაურიციო სარის გუნდმა ბოლო […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კარლო ანჩელოტი “სალსბურგთან” მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე არ გამოცხადდა

5 ნოემბერს, უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე “ნაპოლი” საკუთარ მოედანზე “სალსბურგს” დაუპირისპირდა და ფრედ 1:1 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა: მეშვიდე სათამაშო დღე (ვიდეომიმოხილვა)

უეფას ჩემპიონთა ლიგის 2019-2020 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის მეშვიდე სათამაშო დღის მატჩები გაიმართა. E ჯგუფი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბრეშა” ფაბიო გროსომ ჩაიბარა

“ბრეშას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ფაბიო გროსო დაინიშნა, რომელსაც მანამდე “ბარისა” და “ვერონაში” უმუშავია. ამ პოსტ...
წაკითხვა
ფეხბურთი

კრიშტიანო რონალდუმ ანდრე გომეშს მიმართა (ფოტო)

ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელმა, კრიშტიანო რონალდუმ თანამემამულე, ანდრე გომეში გაამხნევა და მას მალე გამოჯანმრთელება უსურვა. როგორც [&h...
წაკითხვა