იტალია: 22-ე ტურის მიმოხილვა
Fanebi.com იტალიის სერია A-ს 22-ე ტურის მიმოხილვას წარმოგიდგენთ.
იუვენტუსი – მილანი
ტურის ცენტრალური დაპირისპირება მასპინძელთა დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა.
ანგარიში მე-14 წუთზე კარლოს ტევესმა გახსნა, რომელმაც ტურინელთა სწრაფი კონტრშეტევა გოლით დაასრულა. აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევაში თამაშგარე მდგომარეობა აშკარა იყო. “მილანმა” 28-ე წუთზე ანტონელის გოლით გაათანაბრა, თუმცა სულ რაღაც სამ წუთში ბონუჩიმ მასპინძლები კვლავ დააწინაურა. წერტილი კი მეორე ნახევარში ალვარო მორატამ დასვა, რომელმაც 65-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
კალიარი – რომა
ზედიზედ 4 ფრის შემდეგ “რომამ” გამარჯვება იზეიმა. გარსიას გუნდი პირველ ტაიმში ლიაიჩის გოლით დაწინაურდა. მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე კი “კალიარის” კარი მეორედ პარედესმა დალაშქრა. 90-ე წუთზე “კალიარიმ” ანგირშში სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, მაგრამ მეტის გაკეთება მასპინძლებმა ვეღარ შეძლეს და შეხვედრაც რომაელთა გამარჯვებით დასრულდა.
ლაციო – ჯენოა
რომში გამართულ მატჩი “ჯენოამ” 7-მატჩიანი მოუგებელი სერიის დასრულება შეძლო. გენუელებმა გადამწყვეტი გოლი მატჩის 29-ე წუთზე გაიტანეს. პეროტიმ პენალტი ზუსტად შეასრულა. აღსანიშნავია, რომ ამ ეტპიზოდში “ლაციო” გაძევებული მეკარის გარეშე დარჩა.
მატჩი საკმაოდ უხეში გამოდგა. შეხვედრის მთავარმა არბიტრმა მარკეტისთვის მიცემული წითელი ბარათის გარდა მოთამაშეებს 9 ყვითელი ბარათი უჩვენა.
ტურის ყველა მატჩი
07.02 | 21:00 | ვერონა | 1:3 | ტორინო | დაწვრილებით | |||
07.02 | 23:45 | იუვენტუსი | 3:1 | მილანი | დაწვრილებით | |||
08.02 | 15:30 | ფიორენტინა | 3:2 | ატალანტა | დაწვრილებით | |||
08.02 | 18:00 | ნაპოლი | 3:1 | უდინეზე | დაწვრილებით | |||
08.02 | 18:00 | სამპდორია | 1:1 | სასუოლო | დაწვრილებით | |||
08.02 | 18:00 | კალიარი | 1:2 | რომა | დაწვრილებით | |||
08.02 | 18:00 | ემპოლი | 2:0 | ჩეზენა | დაწვრილებით | |||
08.02 | 23:45 | ინტერი | 3:0 | პალერმო | დაწვრილებით | |||
09.02 | 23:45 | ლაციო | 0:1 | ჯენოა | დაწვრილებით | |||
11.02 | 21:00 | პარმა | -:- | კიევო | დაწვრილებით |