იტალია: 22-ე ტურის პრევიუ
Fanebi.com იტალიის სერია A-ს 22-ე ტურის პრევიუს წარმოგიდგენთ.
იუვენტუსი – მილანი
ტურის ცენტრალური დაპირისპირება რამდენიმე საათში დაიწყება. გათამაშების ლიდერი საკუთარ მოედანზე “მილანს” მიიღებს. “იუვენტუსმა” გასულ ტურში უდინეში დაკარგა ქულები და დღეს საკუთარი გულშემატკივრების თვალწინ მაქსიმალურად ეცდება რეაბილიტირებას.
“მილანისთვის” კი წინა თამაში წარმატებული გამოდგა. “პარმას” ძლევით ინძაგის შეგირდებმა 2015 წლის პირველი შეხვედრა მოიგეს და 5-მატჩიან წარუმატებელ სერიასაც ბოლო მოუღეს. ამ გამარჯვებამ მილანელები ევროზონას მიაახლოვა, მაგრამ შანსის შესანარჩუნებლად წარმატებული თამაში დღესაც საჭიროა.
კალიარი – რომა
ტურინელთა მთავარი მდევარი ხვალ გათამაშების ერთ-ერთ აუტსაიდერს ესტუმრება და 4-ტურიანი მოუგებელი სერიის დასრულებას ეცდება. გარსიას გუნდმა უკანასკნელ 4 ტრუში 4 ფრე ითამაშა და “იუვენტუსთან” ჩამორჩენაც 7 ქულამდე გაიზარდა.
მოახლოებული ტური სხვაობის შესამცირებლად ერთ-ერთი ყველაზე კარგი შანსია. რომაელებისთვის კი მთავარი ამოცანა საკუთარი მატჩის მოგებაა, რაც წესით და რიგით ტოტის და კომპანიას არ უნდა გაუჭირდეთ.
ლაციო – ჯენოა
საინტერესო შეხვედრას გამართავს მეორე რომაული კლუბიც. “ლაციოს” “ოლიმპიკოზე” “ჯენოას” მიიღებს, რომელიც კარგი სტარტის შემდეგ მეორე წრეში ვეღარ ყოჩაღობს და ცუდი შედეგების გამო ლიდერთა ჯგუფიდან ცხრილის შუაში აღმოჩნდა. გენუელები უკვე 7 მატჩია ვერ იგებენ. გასული წლის 14 დეკემბრიდან მათ აქტივში მხოლოდ 3 მოპოვებული ქულაა.
სტაბილურობით არც “ლაციოს” გამოირჩევა, თუმცა რომაელები სამეულში მოსახვედრად ბრძოლას აგრძელებენ. მაგრამ, გასულ ტურის მსგავსად, “ჩეზენას” დონის გუნდებთან წაგებები ამ საქმის განხორციელებაში მათ ხელს ძალიან უშლით.
ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები
07.02 | 21:00 | ვერონა | 2.80 | 3.20 | 2.65 | ტორინო | დაწვრილებით | |
07.02 | 23:45 | იუვენტუსი | 1.42 | 4.65 | 7.70 | მილანი | დაწვრილებით | |
08.02 | 15:30 | ფიორენტინა | 1.55 | 4.00 | 6.45 | ატალანტა | დაწვრილებით | |
08.02 | 18:00 | ემპოლი | 1.60 | 3.80 | 6.35 | ჩეზენა | დაწვრილებით | |
08.02 | 18:00 | კალიარი | 3.70 | 3.35 | 2.10 | რომა | დაწვრილებით | |
08.02 | 18:00 | სამპდორია | 1.90 | 3.35 | 4.35 | სასუოლო | დაწვრილებით | |
08.02 | 18:00 | ნაპოლი | 1.40 | 4.80 | 7.40 | უდინეზე | დაწვრილებით | |
08.02 | 23:45 | ინტერი | 1.85 | 3.55 | 4.25 | პალერმო | დაწვრილებით | |
09.02 | 23:45 | ლაციო | 1.60 | 4.05 | 5.75 | ჯენოა | დაწვრილებით |