იტალია: 23-ე ტურის მიმოხილვა
Fanebi.com წარმოგიდგენთ იტალიური სერია A-ს 23-ე ტურის მიმოხილვას.
მილანი – ემპოლი
„მილანსა“ და „ემპოლის“ შორის იტალიის სერია ა-ს 23-ე ტურის მატჩი საკმაოდ დრამატულად მორჩა.
მე-8 წუთზე მასპინძლებს იძულებით ცვლილება მოუწია – ტრავმირებული ალექსი ბოკეტიმ შეცვალა. ანგარიში კი მე-40 წუთზე გაიხსნა, როდესაც მენეზმა მარცხენა ბონავენტურას მარცხენა ფლანგზე პასი გაუკეთა, ამ უკანასკნელის პასს კი დესტრო გამოეხმაურა, რომელმაც „მილანის“ მაისურით თავისი პირველი გოლი გაიტანა – 1:0.
მეორე ნახევარში „შავ-წითლებმა„ უპირატესობის შენარჩნება ვერ შეძლეს – 68-ე წუთზე საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთის დახმარებით მასიმო მაკარონემ თავური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა.
მატჩის ძირითადი დროის დასრულებამდე მასპინძელთა მეკარე დიეგო ლოპესმა თავისი გუნდი უმცირესობაში დატოვა – ბურთის თამაშში შეყვანინსას ესპანელმა კიპერმა იგი „ემპოლის“ მოთამაშეს გაარტყა, რის შემდეგაც საჯარიმოს გარეთ ხელით თამაში მოუწია. შედეგად, ინძაგის ბოლო ცვლილების გამოყენება მოუწია, მოედანი კი გოლის ავტორმა მატია დესტრომ დატოვა – კარში აბიატი ჩადგა. რამდენიმე წუთში მილანელები 9 კაცითაც დარჩნენ – ტრავმა პალეტამ მიიღო, ცვლილების უფლება პიპოს აღარ ჰქონდა.
საბოლოოდ, 1:1 და „მილანმა“ 30 ქულა დააგროვა, ხოლო „ემპოლის“ მონაგარი ამჟამად 24 ქულას შეადგენს.
რომა – პარმა
მოულოდნელად დასრულდა რომში გამართული ლიდერისა და აუტსაიდერის დაპირისპირება.
“რომას” ჩემპიონატის გამოკვეთილი აუტსაიდერი, “პარმა” ესტუმრა, რომელსაც უკანასკენლად ქულები 6 იანვარს ჰქონდა მოპოვებული. მიუხედავად ამისა, სატურნირო ცხრილის უკანასკნელ პოზიციაზე მყოფმა გუნდმა გათამაშების ერთ-ერთი ლიდერს მედგარი წინააღმდეგობა გაუწია და დედაქალაქიდან შინ ერთი ქულით დაბრუნდა. შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე, 0-0 დასრულდა.
ჩეზენა – იუვენტუსი
კონკურენტის წაფორხილებით ვერ ისარგებლა ტურინის “იუვენტუსმა”. მასიმილიანო ალგერის გუნდი “რომას” მსგავსად აუტსაიდერს ეთამაშებოდა, თუმცა “ჩეზენასთან” გამართული შეხვედრა რომაულისგან განსხვავებით, უხვგოლიანი გამოდგა.
ანგარიში მე-17 წუთზე დურიჩმა გახსნა და “ჩეზენაც” დაწინაურდა. “იუვენტუსმა” მალევე გაათანაბრა და ტაიმის დასრულებამდე წინ გასვლაც შეძლო. გოლები ალვარო მორატას და მარკიზიოს ანგარიშზეა.
საბოლოო ანგარიში 70-ე წუთზე ბრიენცას გოლით დაფიქსირდა, რომელმაც “ჩეზენას” ქულა მოუტანა. აღსანიშნავია, რომ არტურო ვიდალმა შეხვედრის 82-ე წუთზე პენალტი ვერ გამოიყენა.
ტურის ყველა მატჩი
14.01 | 23:45 | პალერმო | 3:1 | ნაპოლი | დაწვრილებით | |||
14.02 | 21:00 | სასუოლო | 1:3 | ფიორენტინა | დაწვრილებით | |||
15.02 | 15:30 | მილანი | 1:1 | ემპოლი | დაწვრილებით | |||
15.02 | 18:00 | რომა | 0:0 | პარმა | დაწვრილებით | |||
15.02 | 18:00 | უდინეზე | 0:1 | ლაციო | დაწვრილებით | |||
15.02 | 18:00 | ატალანტა | 1:4 | ინტერი | დაწვრილებით | |||
15.02 | 18:00 | ჯენოა | 5:2 | ვერონა | დაწვრილებით | |||
15.02 | 18:00 | ტორინო | 1:1 | კალიარი | დაწვრილებით | |||
15.02 | 21:00 | კიევო | 2:1 | სამპდორია | დაწვრილებით | |||
15.02 | 23:45 | ჩეზენა | 2:2 | იუვენტუსი | დაწვრილებით |