იტალია: 23-ე ტურის პრევიუ
Fanebi.com წარმოგიდგენთ იტალიური სერია A-ს 23-ე ტურის პრევიუს.
მილანი – ემპოლი
ტურინში განცდილი მარცხის შედმეგ “მილანი” საკუტარ მოედანზე “ემოპოლის” უმასპინძლებს. მილანელებისთვის და განსაკუთრებით მათი მწვრთნელისთვის ამ თამასის მოგებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. პიპო ინძაგის ტანამდებობის შენარჩუნების მინიმალური შანსი დარჩა და ნებისმიერი წარუმატებელი შედეგი მისთვის, შესაძლოა, უკანასკნელი აღმჩნდეს.
ლევან მჭედლიძის “ემპოლიმ” კი გასულ ტურში 9-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა. ემპოლელებმა ერთ-ერთი კონკურენტი, “ჩეზენა” დაამარცხეს და პირველ რიგში ფსიქოლოგიური თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი გამაჯრვება მოიპოვეს.
რომა – პარმა
გათამაშების ლიდერის მთავარი მდევარი სერიას გამოკვეთილ აუტსაიდერს უმასპინძლებს. ბუნებრივია, უკვე ხუთი ტურია მოუგებლად მოთამაშე “პარმას” შანსები “ოლიმპიკოზე” ბურუსითაა მოცული.
“რომა” აშკარა ფავორიტი რომ არის, გასულ ტურში ნაჩვენები თამაშითაც დამტკიცდა. გარსიას გუნდი მცირე ჩავარდნიდან გამოდის. ინტერესს იწვევს ახალგაზრდა ვერდეს თამაშიც, რომელიც “კალიარისთან” ერთ-ერთი საუკეთესო იყო. დიდი ალბათობით, მას შანსი პარმელებთანაც მიცემა.
ჩეზენა – იუვენტუსი
მოახლოებულ ტურში რთული მატჩი არც გათამაშების ლიდერს აქვს. “იუვენტუსიც” “რომას” მსგავსად გათამაშების აუტსაიდერთან გაარკვევს ურთიერთობას, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ტურინელები საკუთარ შეხვედრას სტუმრად ჩაატარებენ.
ნათელია, რომ ამ შეხვედრაშიც აშკარა ფავორიტი “იუვეა” და მათი გამარჯვების შანსებიც საკმაოდ დიდია. მართალია, “ჩეზენამ” 2015 კარგად დაიწყო და “ლაციოს” დამარცხებაც კი შეძლო, თუმცა გასულ ტურში “ემპოლისთან” გამოჩნდა, რომ ტაბილურობა ამ გუნდის სუსტი წერტილია.
ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები
14.01 | 23:45 | პალერმო | 3.85 | 3.30 | 2.06 | ნაპოლი | დაწვრილებით | |
14.02 | 21:00 | სასუოლო | 3.10 | 3.20 | 2.40 | ფიორენტინა | დაწვრილებით | |
15.02 | 15:30 | მილანი | 1.83 | 3.55 | 4.50 | ემპოლი | დაწვრილებით | |
15.02 | 18:00 | რომა | 1.30 | 5.50 | 11.25 | პარმა | დაწვრილებით | |
15.02 | 18:00 | უდინეზე | 2.95 | 3.20 | 2.50 | ლაციო | დაწვრილებით | |
15.02 | 18:00 | ატალანტა | 3.25 | 3.25 | 2.30 | ინტერი | დაწვრილებით | |
15.02 | 18:00 | ჯენოა | 2.00 | 3.45 | 3.80 | ვერონა | დაწვრილებით | |
15.02 | 18:00 | ტორინო | 1.87 | 3.50 | 4.35 | კალიარი | დაწვრილებით | |
15.02 | 21:00 | კიევო | 2.75 | 3.10 | 2.75 | სამპდორია | დაწვრილებით | |
15.02 | 23:45 | ჩეზენა | 12.75 | 6.00 | 1.25 | იუვენტუსი | დაწვრილებით |