იტალია: 24-ე ტურის მიმოხილვა
Fanebi.com წარმოგიდგენთ იტალიური სერია А-ს 24-ე ტურის მიმოხილვას.
იუვენტუსი – ატალანტა
ტურის პირველ შეხვედრაში “იუვენტუსმა” “ატალანტას” უმასპინძლა და მეტოქეს მინიმალური სხვაობიტ სძლია.
ანგარიში სტუმრება 29-ე წუთზე მიგლიაჩიოს გოლით გახსნეს, თუმცა ტურინელებმა გათანაბრება და წინ გასვლა პირველივე ტაიმში შეძლეს. 35-ე წუთზე ლიორენტემ გაათანაბრა, ტაიმის ბოლოს კი პირლოს ჯერიც დადგა. შესვენების შემდეგ მოედანზე არაფერი აღარ შეცვლილა და “იუვენტუსმა” მორიგი გამარჯვება იზეიმა.
ვერონა – რომა
კვლავ ვერ მოიგო “რომამ”, რომელიც გასულ ტურში ვერონას სტუმრობდა. მართალია, რომაელები კაპიტნის, ფრანჩესკო ტოტის გოლით მატჩის 26-ე წუთზე დაიწუნარდნენ, მაგრამ მოპოვებული უპირატესობით შენარჩუნება ვერ შეძლეს. 38-ე წუთზე იანკოვიჩმა წონასწორობის აღდგენა შეძლო.
მეორე ნახევარში გოლები აღარ გასულ და “რომამ” კვლავ დაკარგა ქულები, რის შედეგადაც “იუვენტუსს” უკვე 9 ქულით ჩამორჩება.
ფიორენტინა – ტორინო
გამარჯვებული ვერც “არტემიო ფრანკიზე” გამართულმა ცენტრალურმა შეხვედრამ გამოავლინა. “ფიორენტინასა” და “ტორინოს” დაპირისპირებაში ყველაფერი ბოლო წუთებზე გადწყდა.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ მეორე ნახევარიც მსგავსი სცენარით ვითარდებოდა. ანგარიში მხოლოდ 85-ე წუთზე გაიხსნა. მასპინძელთა დაწინაურება მოჰამედ სალაჰმა შეძლო, თუმცა სულ რაღაც ორ წუთში ტურინელებმა ვივესის გოლით გაათანაბრეს და შეხვედრაც ფრედ, 1:1 დასრულდა.
ტურის ყველა მატჩი
20.02 | 23:45 | იუვენტუსი | 2:1 | ატალანტა | დაწვრილებით | |||
22.02 | 18:00 | პარმა | -:- | უდინეზე | დაწვრილებით | |||
22.02 | 18:00 | ვერონა | 1:1 | რომა | დაწვრილებით | |||
22.02 | 18:00 | ლაციო | 2:1 | პალერმო | დაწვრილებით | |||
22.02 | 18:00 | ემპოლი | 3:0 | კიევო | დაწვრილებით | |||
22.02 | 18:00 | მილანი | 2:0 | ჩეზენა | დაწვრილებით | |||
22.02 | 23:45 | ფიორენტინა | 1:1 | ტორინო | დაწვრილებით | |||
23.02 | 22:00 | ნაპოლი | 2:0 | სასუოლო | დაწვრილებით | |||
23.02 | 23:55 | კალიარი | 1:2 | ინტერი | დაწვრილებით | |||
24.02 | 23:45 | სამპდორია | -:- | ჯენოა | დაწვრილებით |