იტალია: 24-ე ტურის პრევიუ
Fanebi.com წარმოგიდგენთ იტალიური სერია А-ს 24-ე ტურის პრევიუს.
იუვენტუსი – ატალანტა
ჩემპიონთა ლიგაში გასამართ მატჩამდე ტურინის “იუვენტუსი” საშინაო ჩემპიონატის მოახლოებულ ტურს “ატალანტასთან” შეხვედრით გახსნის.
გასულ ტურში “ჩეზენასთან” ფრის შემდეგ ალეგრის გუნდი დღევანდელ მატჩში მოსაგებად ყველაფერს გააკეთებს. მასპინძლებს მეტოქეც ისეთი ჰყავთ, რომ ამ მიზნის შესრულებას ხელს მინიმალურად შეუშლის.
“ატალანტა” გასავარდნ ზონას მხოლოდ სამი ქულით უსწრებს და ძნელი წარმოსადგენია, რომ გათამაშების ლიდერს სტუმრად გარკვეული წინააღმდეგობა გაუწიოს.
ვერონა – რომა
“ფეინორდთან” მძიმე შეხვედრის შემდეგ და საპასუხო მატჩის მოლოდინში მყოფი “რომა” “ვერონას” ესტუმრება.
რომაელებს საშინაო ჩემპიონატში საქმე არც ისე კარგად აქვთ, რასაც უკანასკნელ ექვს ტურში მხოლოდ ერთი მოგებული მატჩი ადასტურებს. თუმცა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ მიმდინარე სეზონის “ვერონასთვის” ძალიან წარუმატებელია და შარშანდელ კარგ თამაშთან მისი შედარება უბრალოდ არ შეიძლება.
ფიორენტინა – ტორინო
გასული ტურის შემდეგ ლიდერთა სამეულთა მიახლოვებული “ფიორენტინა” “ტორინოს” მიიღებს. ტურინელებს ჩემპიონატის ფარგლებში ფლორენციაში 1976 წლის შემდეგ არ მოუგიათ. თუმცა, მიმდინარე სეზონში “ტორინომ” უკანასკნელი სამი გასვლითი მატჩი მოიგო, საკუთარ მოედანზე კი 30 ნოემბრის შემდეგ არ აგებს.
ორივე გუნდი დაპირისპირებას მშვენიერ ფორმაში ხვდება და ტურის ცენტრალურ მატჩად სწორედ ფლორენციაში გასამართი შეხვედრა არის მიჩნეული.
ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები
20.02 | 23:45 | იუვენტუსი | 1.20 | 6.75 | 14.60 | ატალანტა | დაწვრილებით | |
23.02 | 22:00 | ნაპოლი | 1.55 | 4.40 | 6.00 | სასუოლო | დაწვრილებით | |
21.02 | 23:45 | სამპდორია | 2.45 | 3.20 | 3.05 | ჯენოა | დაწვრილებით | |
22.02 | 18:00 | პარმა | 2.95 | 3.10 | 2.60 | უდინეზე | დაწვრილებით | |
22.02 | 18:00 | ვერონა | 4.25 | 3.65 | 1.85 | რომა | დაწვრილებით | |
22.02 | 18:00 | ლაციო | 1.70 | 3.75 | 5.15 | პალერმო | დაწვრილებით | |
22.02 | 18:00 | ემპოლი | 2.12 | 3.15 | 3.85 | კიევო | დაწვრილებით | |
22.02 | 18:00 | მილანი | 1.48 | 4.20 | 7.35 | ჩეზენა | დაწვრილებით | |
22.02 | 23:45 | ფიორენტინა | 1.88 | 3.40 | 4.45 | ტორინო | დაწვრილებით | |
23.02 | 23:55 | კალიარი | 3.25 | 3.30 | 2.25 | ინტერი | დაწვრილებით |