იტალია: 25-ე ტურის პრევიუ
Fanebi.com წარმოგიდგენთ იტალიის სერია A-ს 25-ე ტურის პრევიუს.
კიევო – მილანი
იტალიური ლიგის მორიგი ტური შაბათს გასამართი ერთი შეხვედრით აიღებს სტარტს. ვერონში “კიევოს” “მილანი” ესტუმრება, რომელიც ბოლო დროს კარგი თამაშით ვერ გამოირჩევა, მაგრამ გასულ ტურში “ჩეზენას” დამარცხებით მდგომარეობა ოდნავ გამოისწორა. “კიევოზე” მსგავს რამეს ვერ ვიტყვით… “ემპოლისთან” მარცხის შემდეგ გუნდი გასავარდნ ზონას კიდევ უფრო მეტად მიუახლოვდა და მე-18 პოზიციას მხოლოდ 4 ქულით უსწრებს. ამრიგად, შეხვედრას ორივე გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.
ინტერი – ფიორენტინა
ბოლო დროს მილანელებმა მდგომარეობა გამოისწორეს და ჟოზე მოურინიოს წასვლის შემდეგ პირველად შეძლეს ზედიზედ სამი მატჩის მოგება. კარგ ფორმაში “ფიორენტინაც”, რომელმაც ევროპის ლიგაზე “ტოტენჰემი” საკმაოდ დამაჯერებლად დაამარცხა ჩემპიონატში კი სამეულში მოსახვედრად იბრძვის.
პირველ წრეში ფლორენციელებმა “ინტერს” დამაჯერებლად, სამ ბურთიანი სხვაობით სძლიეს. ამჯერად კი მსგავსი სცენარის განმეორება ალბათ წარმოუდგენელიც კი არის და გუნდებისგან უფრო დაძაბულ დაპირისპირებას უნდა ველოდოთ.
რომა – ფიორენტინა
ტური ორშაბათს, რომში გასამართი მეორე წრის ერთ-ერთი მთავარი შეხვედრით დასრულდება. ამ გუნდების მიმდიანრე სეზონსი პირველი შემდეგ რომაელები მსაჯობასთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ და მარცხსაც სწორედ ამ ფაქტორს აბრალებდნენ. ამასთან ერთად, რომაელები იმედებს სეზონის მეორე ნაწილს უკავშირებდნენ. ვითარება ნამდვილად შეიცვალა, თუმცა “რომასთვის” ის უკეთესი არ გამხდარა.
24 ტურის შემდეგ “მგლები” ლიდერ “იუვენტუსს” 9 ქულით ჩამორჩებიან. ფაქტობრივად, ორშაბათს გასამართი მატჩი გარსიას გუნდისთვის ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ჩასაბმელად უკანასკნელი შანსია. თუმცა, “რომას” წარმატების შანსი, მისი ბოლო დროინდელი შედეგებიდან გამომდინარე, საკმაოდ მცირეა.
ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები
28.02 | 23:45 | კიევო | 2.85 | 3.10 | 2.70 | მილანი | დაწვრილებით | |
01.03 | 15:30 | კალიარი | 2.15 | 3.20 | 3.70 | ვერონა | დაწვრილებით | |
01.03 | 18:00 | ჩეზენა | 3.00 | 3.10 | 2.55 | უდინეზე | დაწვრილებით | |
01.03 | 18:00 | ატალანტა | 2.60 | 3.05 | 2.95 | სამპდორია | დაწვრილებით | |
01.03 | 18:00 | ჯენოა | გადაიდო | პარმა | დაწვრილებით | |||
01.03 | 18:00 | სასუოლო | 3.30 | 3.15 | 2.32 | ლაციო | დაწვრილებით | |
01.03 | 18:00 | პალერმო | 2.35 | 3.10 | 3.30 | ემპოლი | დაწვრილებით | |
01.03 | 21:00 | ინტერი | 2.30 | 3.20 | 3.35 | ფიორენტინა | დაწვრილებით | |
01.03 | 23:45 | ტორინო | 3.15 | 3.15 | 2.40 | ნაპოლი | დაწვრილებით | |
02.03 | 23:45 | რომა | 3.00 | 3.20 | 2.55 | იუვენტუსი | დაწვრილებით |