იტალია: 26-ე ტურის მიმოხილვა
Fanebi.com წარმოგიდგენთ იტალიური სერია A-ს 26-ე სათამაშო დღის მიმოხილვას.
მილანი – ვერონა
მორიგი წარუმატებელი ტურის მილანისთვის. ინძაგის შეგირდები ქულები კვლავ დაკარგეს. ამჯერად, როსონერიმ სან სიროზე “ვერონას” ვერ სძლია.
ანგარიში აღნიშნულ შეხვედრაში სწორედ ვერონელებმა, მე-18 წუთზე გამოცდილი ლუკა ტონის ზუსტად შესრულებული პენალტით გახნეს. “მილანმა” ტაიმის ბოლოს გაათანაბრა. გოლის ავტორი კი ჟერემი მენეზი გახდა, რომელმაც ტონის მსგავსად შედეგიანი დარტყმა 11-მეტრიანის ნიშნულიდან შეასრულა.
მეორე ნახევარი 2 წუთის დაწყებული იყო, როდესაც “მილანმა” დაწინაურება მოახერხა. ამ ეპიზოდში ბურთი საკუთარ კარში ტაჩციდისმა ჩაჭრა. მასპინძლებისთბის ყველაფერი კარგად მიდიოდა, თუმცა მატჩის უკანასკნელ წუთზე ლოპესმა გათანაბრება შეძლო და საბოლოო 2:2 დააფიქსირა.
ნაპოლი – ინტერი
საინტერესო გამოდგა ნეაპოლში ჩატარებული მატჩი, სადაც ადგილობრივმა კლუბმა მილანის “ინტერი” მიიღო.
უგოლოდ დასრულებული პირველი ტაიმის შემდეგ შეხვედრის ყველაზე საინტერესო მოვლენები მეორე ნახევარში განვითარდა. ანგარიში 51-ე წუთზე მარეკ ჰამშიკმა გახსნა, 63-ზე კი გონსალო იგუაინმა მასპინძელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა. “ინტერმა” სხვაობის შემცირება 9 წუთში პალასიოის გოლით მოახერხა. შეხვედრის დასრულებამდე 3 წუთით ადრე კი მილანელებს პენალტის შესრულების უფლება მიეცათ. აღსანიშნავია, რომ ამ ეპიზოდში “ნაპოლი” კაცნაკლული დარჩა, მეორე ყვითელი ენრიკემ მიიღო. იკარდიმ კი ანგარიში ეფექტური დარტყმით გაათანაბრა.
ლაციო – ფიორენტინა
მოულოდნელი შედეგით დასრულდა ტუის ცენტრალური დაპირისპირება, რომელსაც რომის სტადიო ოლიმპიკომ უმასპინძლა. ადგილობრივმა “ლაციომ” შესანიშნავ ფორმაში მყოფი “ფიორენტინა” მიიღო და მეტოქის განადგურება შეძლო. რომაელებმა ფლორენციელებს 4 უპასუხო გოლი გაუტანეს.
ანგარიში საკმაოდ სწრაფად, მე-6 წუთზე ბილიას დარტყმით გაიხნა და ტაიმიც მასპინძელთა მოკრძალებული უპირატესობით დასრულდა. მეორე ნახევარში კი “ლაციომ” კიდევ სამჯერ გაიტანა. 65-ე წუთზე კანდევამ პენალტი ზუსტად შეასრულა, ზუსტად 10 წუთში კლოზემ გაიტანა, რომელმაც 85-ზე დუბლის შესრულებაც შეძლო და საბოლოო 4:0 დააფიქსირა.
ტურის ყველა მატჩი
07.03 | 21:00 | სამპდორია | 2:0 | კალიარი | დაწვრილებით | |||
07.03 | 23:45 | მილანი | 2:2 | ვერონა | დაწვრილებით | |||
08.03 | 15:30 | ჩეზენა | 0:0 | პალერმო | დაწვრილებით | |||
08.03 | 18:00 | უდინეზე | 3:2 | ტორინო | დაწვრილებით | |||
08.03 | 18:00 | კიევო | 0:0 | რომა | დაწვრილებით | |||
08.03 | 18:00 | ემპოლი | 1:1 | ჯენოა | დაწვრილებით | |||
08.03 | 18:00 | პარმა | 0:0 | ატალანტა | დაწვრილებით | |||
08.03 | 23:45 | ნაპოლი | 2:2 | ინტერი | დაწვრილებით | |||
09.03 | 22:00 | ლაციო | 4:0 | ფიორენტინა | დაწვრილებით | |||
09.03 | 23:55 | იუვენტუსი | 1:0 | სასუოლო | დაწვრილებით |