იტალია: 28-ე ტურის პრევიუ
Fanebi.com წარმოგიდგენთ იტალიის სერია А-ს 28-ე ტურის პრევიუს.
მილანი – კალიარი
ფილიპო ინძაგისთვის მორიგი გადამწყვეტი მატჩი სან სიროზე შედგება, სადაც “მილანი” სერია ბ-ში დაქვეითების ერთ-ერთ კანდიდატს, “კალიარის” მიიღობს, რომელსაც მილანი 1998 წლის შემდეგ არ ჰყავს დამარცხებული. მაგრამ, ზდენეკ ზემანი ყოველთვის სახიფათოა და გასნაკუთრებით დღევანდელ მდგომარეობაში მყოფი “მილანისთვის”.
“როსონერის” ხელმძღვანელები ევროთასებზე მოხვედრაზე ჯერ კიდევ ოცნებობენ, მაგრამ რეალურად მილანისთვის ამ ეტაპზე მთავარი უარყოფითი სერიის შეწყვეტაა.
ჩეზენა – რომა
ფრეების სერიის წაგებით შეწყვეტის შემდეგ “რომა” ევროპის ლიგაზე “ფიორენტინასთან” საშინაო მატჩში განადგურდა, რის გამოც გულშემატკივრების დიდი კრიტიკა დაიმსახურეს. ფანებმა პროტესტის ნიშნად ტრიბუნებიც კი დატოვეს და ბოლო წუთზე საკუთარ ადგილებს სტვენით დაუბრუნდნენ. თუმცა, ისიც აღსანიშნავაი, რომ გულშემატკივრებმა მთავარი მწვრთნელი, რუდი გარსია დაიცვეს.
ნათელია, რომ “მგლები” ჩემპიონობისთვის ვეღარ იბრძოლებენ, თუმცა ტოტის და კომპანიას ახალი საზრუნავი გაუჩნდათ. “რომას” მიზანი მოახლოებული “ლაციოს” გადასწრება იქნება.
მოახლოებულ ტურში რომაელებს მონატრებული გამარჯების მოპოვების შესანიშნავი შანსი აქვთ. დედაქალაქელები გასავარდნ ზონაში მყოფ “ჩეზენას” ესტუმრებიან, რომელიც სხვათა შორის სამი ტურია დაუმარცხებლად ასპარეზობს.
იუვენტუსი – ჯენოა
პირველ წრეში “იუვენტუსმა” “ჯენოასთან” მოულოდნელად წააგო. იმ შეხვედრაში გრიფონებმა გამარჯვებას ლუკა ანტონინის მიერ ბოლო წუთზე გატანილი გოლით მიაღწიეს. ტურინში მოვლენათა ასეთი განვითარება რთული წარმოსადგენია, მაგრამ “ბებერი ქალბატონის” მარცხის შემთხვევაში მათი უპირატესობა კვლავ ძალიან შთამბეჭდავი დარჩება.
“იუვენტუსის” ფიქრები ახლა ჩემპიონთა ლიგაზეა გადართული. სკუდეტოს მფლობელმა “დორტმუნდი” შესანიშნავ სტილში დაამარცხა და 1/4 ფინალის საგზური მოიპოვა, სადაც “მონაკოს” დაუპირისპირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ტურნირის საუკეთესო ოთხეულში მოხვედრის შანსიც დიდია.
ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები
21.03 | 21:00 | კიევო | 2.65 | 3.10 | 2.85 | პალერმო | დაწვრილებით | |
21.03 | 23:45 | მილანი | 1.90 | 3.60 | 4.05 | კალიარი | დაწვრილებით | |
22.03 | 15:30 | ემპოლი | 2.15 | 3.20 | 3.65 | სასუოლო | დაწვრილებით | |
22.03 | 18:00 | იუვენტუსი | 1.35 | 5.00 | 9.15 | ჯენოა | დაწვრილებით | |
22.03 | 23:45 | ჩეზენა | 5.00 | 3.40 | 1.80 | რომა | დაწვრილებით | |
22.03 | 23:45 | სამპდორია | 2.70 | 3.20 | 2.75 | ინტერი | დაწვრილებით | |
22.03 | 23:45 | ლაციო | 1.45 | 4.50 | 7.25 | ვერონა | დაწვრილებით | |
22.03 | 23:45 | უდინეზე | 3.25 | 3.10 | 2.35 | ფიორენტინა | დაწვრილებით | |
22.03 | 23:45 | ნაპოლი | 1.50 | 4.40 | 6.75 | ატალანტა | დაწვრილებით | |
22.03 | 23:45 | პარმა | 4.55 | 3.20 | 1.95 | ტორინო | დაწვრილებით |