იტალია: 31-ე ტურის მიმოხილვა
Fanebi.com წარმოგიდგენთ იტალიის ჩემპიონატის 31-ე ტურის მიმოხილვას.
იუვენტუსი – ლაციო
“ლაციოს” ტურინში მოგების შემთხვევაში ახალ საკლუბო რეკორდს დაამაყარებდა, თუმცა რომაელებისთვის ეს შეუსრულებელი მისია აღმოჩნდა. 31-ე ტურის ერთ-ერთი ცენრალური შეხვედრაში მასპინძლებმა მეტოქეს დამაჯერებლად აჯობეს და გატანილი ორი უპასუხო გოლით მორიგი სამი ქულა მიითვალეს.
ტურინელებმა გადამწყვეტი უპირატესობა პირველივე ტაიმში მოიპოვეს, როდესაც ჯერ ტევესმა დააწინაურა საკუთარი გუნდი, შემდეგ კი ბონუჩიმაც შეძლო გოლის გატანა და საბოლოო ანგარიში, 2:0 დააფიქსირა.
რომა – ატალანტა
ტურინში “ლაციოს” მარცხით ვერ ისარგებლა “რომამ”, რომელიც საკუთარ მოედანზე “ატალანტას” მასპინძლობდა, მაგრამ გამარჯვების მოპოვება და მეორე საფეხურზე გადასვლა ვერ შეძლო.
ბერგამოელებთან მატჩი რომაელებისთვის კარგად დაიწყო. უკვე მე-3 წუთზე მასპინძლები ტრავმის შემდეგ მოედანზე დაბრუნებულმა ფრანჩესკო ტოტიმ ზუსტი პენალტით დააწინაურა, თუმცა 23-ე წუთზე სტუმრებმა ანგარიშის გათანაბრება ანალოგიური ხერხით შეძლეს. მეორე ნახევარში ანგარიში აღარ შეცვლილა.
ინტერი – მილანი
იტალიის სერია ა-ს 32-ე ტურის ცენტრალური მატჩი „სან-სიროზე“ გაიმართა, სადაც ნომინალური მასპინძელი „ინტერი“ „მილანს“ შეხვდა.თამაში დაძაბული გამოდგა, თუმცა საბოლოდ გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.
პირველ ნახევარში უპირატესობას „ნერაძური“ ფლობდა, თუმცა რამდენიმე მომენტით „მილანიც“ გამოირჩა. პირველ 45 წუთში „როსონერის“ საჯარიმოს შესრულების შემდეგ გატანილი გოლი არ ჩაუთვალეს – თამაშგარე მდგომარეობაში ალექსი აღმოჩნდა.
მეორე ტაიმში „ინტერი“ კიდევ უფრო დიდ უპირატესობას დაეუფლა, რაც შექმნილ მომენტებზეც აისახა. ერთ-ერთ ეპიზოდში ერნანესის დარტყმის შემდეგ ლუკა ანტონელის ბურთი აშკარად ხელზე მოხვდა, თუმცა მთავარმა მსაჯმა ლუკა ბანტიმ თერთმეტმეტრიანის ნაცვლად მხოლოდ კუთხური დანიშნა. მოგვიანებით ფილიპ მექსესმა საკუთარ კარში ბურთი ჩაჭრა, „ინტერი“ კი ანგარიშის გახსნასაც აღნიშნავდა, თუმცა გვერდითა მსაჯთან კონსულტაციის შემდეგ ლუკა ბანტიმ როდრიგო პალასიოს მხრიდან ლუკა ანტონელიზე თამაშის წესის დარღვევისთვის გოლი არ ჩათვალა. დარჩენილ დროში მანჩინის გუნდს კიდევ რამდენიმე მომენტი ჰქონდა. შეხვედრის ბოლოს იკარდის დარტყმის აღნიშვნა შეიძლება, რომელიც ლოპესის კარს დიდი მანძილის ასცდა. მატია დესტროს დარტყმას თუ არ ჩავთვლით, მეორე 45 წუთში „მილანს“ მომენტები არც ჰქონია.
ტურის ყველა მატჩი
18.04 | 20:00 | სამპდორია | 0:0 | ჩეზენა | დაწვრილებით | |||
18.04 | 22:45 | იუვენტუსი | 2:0 | ლაციო | დაწვრილებით | |||
19.04 | 14:30 | სასუოლო | 1:1 | ტორინო | დაწვრილებით | |||
19.04 | 17:00 | კიევო | 1:1 | უდინეზე | დაწვრილებით | |||
19.04 | 17:00 | ემპოლი | 2:2 | პარმა | დაწვრილებით | |||
19.04 | 17:00 | პალერმო | 2:1 | ჯენოა | დაწვრილებით | |||
19.04 | 17:00 | რომა | 1:1 | ატალანტა | დაწვრილებით | |||
19.04 | 20:00 | კალიარი | 0:3 | ნაპოლი | დაწვრილებით | |||
19.04 | 22:45 | ინტერი | 0:0 | მილანი | დაწვრილებით | |||
20.04 | 22:45 | ფიორენტინა | -:- | ვერონა | დაწვრილებით |