იტალია: 31-ე ტურის პრევიუ
Fanebi.com წარმოგიდგენთ იტალიის ჩემპიონატის 31-ე ტურის პრევიუს.
იუვენტუსი – ლაციო
ჩემპიონატის უკანასკნელ 8 ტურში “ლაციომ”, რომელიც 15 თებერვლიდან მოყოლებული დაუმარცხებლად ასპარეზობს, 24 ქულა მოიპოვა. კიდევ ერთი გამარჯვების შემთხვევაში სტეფანო პიოლის გუნდი ახალ საკლუბო რეკორდს დაამყარებს. “ლაციოს” ფორმის გათვალისწინებით ეს წარმოუდგენელი არ არის, თუმცა რომაელები მოახლოებულ ტურში “იუვენტუსს” სტუმრობენ, რაც მათ შანსებს საგრძნობლად ამცირებს.
წყვილში ფავორიტი რა თქმა უნდა “იუვენტუსია”, რომელიც ბოლო წლებში იტალიაში უალტერნატივოა, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ რამდენიმე დღის წინ ტურინელებმა ჩემპიონთა ლიგაში საკმაოდ რთული შეხვედრა გადაიტანეს, რაც შესაძლოა მათ კონდიციებზე აისახოს უახლოეს შეხვედრაში.
რომა – ატალანტა
იტალიის ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი ინტრიგა ამ ეტაპზე “რომას” და “ლაციოს” შორის მეორე საფეხბურისთვის გამართული ბრძოლაა. “რომას” გასულ ტურში დაკარგული პოზიციის დაბურუნების შანსი ხვალ ექნება. “ლაციოსთვის” ტურინში გასამართი რთული შეხვედრის ფონზე, რუდი გარსიას გუნდი “ატალანტას” მასპინძლობს, რომლის დამარცხებაც ცუდ ფორმაში მყოფი “რომასთვისაც” შეუსრულებელი ამოცანა არ უნდა იყოს.
მოსალოდნელია, რომ რომაელებს ფრანჩესკო ტოტი დაუბრუნდებათ, თუმცა მასპინძლებს დისკალიფიკაციის გამო დანიელე დე როსი და კოსტას მანოლასი დააკლდებიან.
ინტერი – მილანი
ტრადიციულად, განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს მილანური დერბი, მაგრამ გასული სეზონის მსგავსად, როდესაც გუნდები ერთმანეთს მაისში შეხვდნენ, წელსაც გუნდები ჩემპიონთა ლიგის ზონისგან საკმაოდ შორს არიან. თუმცა, 2013/14 წლების სეზონის შედეგებით ნერაძურიმ ევროთასების საგზური მაინც მოიპოვა, ახლა კი მსგავსი შედეგის განმეორება გაცილებით რთული იქნება. მეექვსე საფეხურს რობერტო მანჩინის გუნდი 8 ქულით ჩამორჩება. “მილანის” ყულაბაში ერთი ქულით მეტია და კლუბში მომავალს ოპტიმისტურად უყურებენ და დარჩენილ “რვა ფინალზე” საუბრობენ.
მართალია, გუნდები საუკეთესო ფორმაში არ არიან და ბოლო წლებში მათთვის ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი პერიოდია, მაგრამ დერბი დელა მადონინა ნებისმიერ შემთხვევაში საინტერესო ბრძოლას გვპირდება.
ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები
18.04 | 20:00 | სამპდორია | -:- | ჩეზენა | დაწვრილებით | |||
18.04 | 22:45 | იუვენტუსი | -:- | ლაციო | დაწვრილებით | |||
19.04 | 14:30 | სასუოლო | -:- | ტორინო | დაწვრილებით | |||
19.04 | 17:00 | კიევო | -:- | უდინეზე | დაწვრილებით | |||
19.04 | 17:00 | ემპოლი | -:- | პარმა | დაწვრილებით | |||
19.04 | 17:00 | პალერმო | -:- | ჯენოა | დაწვრილებით | |||
19.04 | 17:00 | რომა | -:- | ატალანტა | დაწვრილებით | |||
19.04 | 20:00 | კალიარი | -:- | ნაპოლი | დაწვრილებით | |||
19.04 | 22:45 | ინტერი | -:- | მილანი | დაწვრილებით | |||
20.04 | 22:45 | ფიორენტინა | -:- | ვერონა | დაწვრილებით |