იტალია: 32-ე ტურის პრევიუ
Fanebi.com წარმოგიდგენთ იტალიური სერია ა-ს 32-ე ტურის პრევიუს.
ინტერი – რომა
მოახლოებული ტურის ყველაზე ხმამაღალი აფიშა სწორედ მილანში გასამართ მატჩია. ორივე გუნდი ახლა ცუდი დროება უდგას. “ინტერმა” უკანასკნელ 7 ტურში მხოლოდ ერთხელ მოიგო, “რომამ” კი ცხრაში – ორი. სწორედ ამიტომ, გამარჯვების მოპოვება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
თუმცა, რომაელებისთვის კარგი ამბებიც არის. “მგლების” სასტარტო შემადგენლობას ჟერვინიო უბრუნდება, რაც მნიშვნელოვანი ძალაა. აი რობერტო მანჩინის კი ძველი კადრების იმედი აქვს. სახელებით “ინტერის” შემადგენლობა საკმაოდ კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს, თუმცა საქმით ნამდვილად უკეთესის სურვილს ტოვებს.
საინტერესოა, რომ “ინტერი” “რომას” დამარხებას 2011 წლიდან ვერ ახერხებს. უკვე 10 თამაშია მილანურ კლუბს დედაქალაქელებთან 3 ქულა არ მოუპოვებია.
ტორინო – იუვენტუსი
ტურინში ადგილობრივი დერბი გაიმართება, რომელშიც “იუვენტუსს” ჩემპიონობის ოფიციალურად მოპოვების შანსი აქვს. იმ შემთხვევაში, თუ ალეგრის გუნდი მოიგებს, ხოლო რომაული კლუბები დამარცხებიან, “იუვე” ზედიზედ მეოთხე სკუდეტოს უკვე ხვალ იზეიმებს.
მართალია, მოვლენათა ასეთი განვითარების ალბათობა ძალიან მცირეა, მაგრამ ამაზე “იუვენტუსში” ნაკლებად ფიქრობენ. “ბებერი ქალბატონის” ჩემპიონობის გაოფიციალურება მხოლოდ დროის ამბავია.
“ტორინომ” უკანასკნელად “იუვენტუსი” 1995 წელს დაამარცხა. უკანასკნელი 7 მატჩიდან კი ყველა წააგო.
ნაპოლი – სამპდორია
რაფაელ ბენიტესის გუნდმა ბოლო დროს ძალიან მოუმატა. მარტში ჩავარდნის შემდეგ ნეაპოლში ესპანელი მწვრთნელის გათავისუფლებაზეც კი საუბრობდნენ, თუმცა ახლა გუნდი შესანიშნავ ფორმაშია და ორივე ფრონტზე წარმატებით იბრძვის. სეზონის ბოლომდე ამ ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში “ნაპოლის” ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრის შანსიც ექნება. თუმცა, ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე თამაშის უფლების მოპოვება ბენიტესის გუნდს ევროპის ლიგის მოხვედრის შემთხვევაშიც აქვს, რისი შანსიც საკმაოდ დიდია.
მოახლოებულ ტურში ნეაპოლს ადგილობრივი გუნდის ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი, “სამპდორია” ეწვევა. ეტო’ომ და კომპანიამ უკანასკელ ტურებში წარუამტებლად ითამაშეს, თუმცა “ფიორენტინამ” გენუელებს წაფორხილება ჯერჯერობით აპატია. მორიგი წარუმატებელი თამაშის შემთხვევაში კი მეხუთე პოზიცისთვის ბრძოლა კი, შესაძლოა, ძალიან დაიძაბოს.
ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები
25.04 | 20:00 | უდინეზე | -:- | მილანი | დაწვრილებით | |||
25.04 | 22:45 | ინტერი | -:- | რომა | დაწვრილებით | |||
26.04 | 14:30 | ატალანტა | -:- | ემპოლი | დაწვრილებით | |||
26.04 | 17:00 | ვერონა | -:- | სასუოლო | დაწვრილებით | |||
26.04 | 17:00 | პარმა | -:- | პალერმო | დაწვრილებით | |||
26.04 | 17:00 | ტორინო | -:- | იუვენტუსი | დაწვრილებით | |||
26.04 | 17:00 | ლაციო | -:- | კიევო | დაწვრილებით | |||
26.04 | 17:00 | ჯენოა | -:- | ჩეზენა | დაწვრილებით | |||
26.04 | 20:00 | ფიორენტინა | -:- | კალიარი | დაწვრილებით | |||
26.04 | 22:45 | ნაპოლი | -:- | სამპდორია | დაწვრილებით |