იტალია: 34-ე ტურის პრევიუ
Fanebi.com წარმოგიდგენთ იტალიური სერია ა-ს 34-ე ტურის პრევიუს.
სამპდორია – იუვენტუსი
სერია ა-ს დასრულებამდე 5 ტურით ადრე “იუვენტუსი” უახლოეს მდევარ “ლაციოს” 14 ქულით უსწრებს, რაც იმას ნიშნავს, რომ “სამპდორიასთან” ფრის შემთხვევაშიც კი ტურინელები სკუდეტოს ზედიზედ მეოთხედ მოიპოვებენ.
ტურინელთა დღევანდელი მასპინძელი, სინიშა მიხაილოვიჩის გუნდი სატურნირო ცხრილში მეხუთე პოზიციაზეა, თუმცა ბოლო დროს საკუთარ გულშემატკივრებს იშვიათად თუ გაახარებს ხოლმე. გენუელები უკვე 5 ტურია ვერ იგებენ და ქუელბს “ჩეზენას” ან “ვერონას” დონის გუნდებთან კარგავენ. “სამპას” წარუმატებელმა სერიამ კონკურენტებს მიახლოების საშუალება მისცა და ბოლო ტურებში ევროთასებისთვის ბრძოლა საკმაოდ დაძაბული გახდა.
რომა – ჯენოა
კიდევ ერთი კლუბი, რომელსაც ევროპის ლიგის საგზურის მოპოვება სურს მოახლოებულ ტურში რომს ესტუმრება. რუდი გარსიას გუნდმა გასულ ტურში საუკეთესო პერიოდი გაიხსენა და “სასუოლოს” სამი უპასუხო ბურთით სძლია, თუმცა მეორე პოზიციის დაბრუნება ვერ შეძლო. გახდება თუ არა წინა ტურის მატჩი “რომასთვის” გარდამტეხი სწორედ “ჯენოასთან” გამოჩნდება, რომელიც ბოლო პერიოდში საკმადო კარგად გამოიყურება. გასპერინის გუნდმა 58 წლიანი პაუზის შემდეგ “მილანის” დამარცხება მისსავე მოედანზე პირველად მოახერხეს. ამის ფონზე არც დედაქალაქში 1990 წლიდან პირველად მოგება ჩანს შეუძლებელი.
ინტერი – კიევო
“ინტერში” რამდენიმე წარმატებული მატჩის შემდეგ ევროპა ლიგის იმედი კვლავ გაჩნდა, რაც სავსებით ლოგიკურიცაა, რადგან “სამპას” და “ჯენოას” მილანელები 2-3 ქულით ჩამორჩებიან. ასე რომ, რობერტო მანჩინის ჩაგდებული სეზონის გადარჩენის შანსი გაუჩნდა და გათამაშების უკანასკნელმა ტურებმაც გარკვეული დატვირთვა მიიღო.
მოახლოებულ ტურში მილანელები “კიევოს” მასპინძლობენ, რომელმაც სერიაში ადგილის შენარჩუნება მოახერხა და დარჩენილ ტურებში მოტივაციის გარეშეა დარჩენილი, რაც მილანელთა შანსებს წარმატებაზე ზრდის.
ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები:
02.05 | 20:00 | სამპდორია | -:- | იუვენტუსი | დაწვრილებით | |||
02.05 | 22:45 | სასუოლო | -:- | პალერმო | დაწვრილებით | |||
03.05 | 14:30 | რომა | -:- | ჯენოა | დაწვრილებით | |||
03.05 | 17:00 | ვერონა | -:- | უდინეზე | დაწვრილებით | |||
03.05 | 17:00 | ატალანტა | -:- | ლაციო | დაწვრილებით | |||
03.05 | 17:00 | ინტერი | -:- | კიევო | დაწვრილებით | |||
03.05 | 17:00 | ფიორენტინა | -:- | ჩეზენა | დაწვრილებით | |||
03.05 | 22:45 | ნაპოლი | -:- | მილანი | დაწვრილებით | |||
04.05 | 22:45 | კალიარი | -:- | პარმა | დაწვრილებით | |||
05.05 | 20:30 | ტორინო | -:- | ემპოლი | დაწვრილებით |