იტალია: 36-ე ტურის პრევიუ
Fanebi.com წარმოგიდგენთ იტალიის ჩემპიონატის 36-ე ტურის პრევიუს.
ინტერი – იუვენტუსი
ტურის იტალიური დერბით გაიხსნება, რომელსაც სატურნირო მნიშვნელობა მხოლოდ ერთი გუნდისთვის აქვს. “იუვენტუსი”, რომელიც უკვე ოფიციალურად გაჩემპიონდა მოახლოებულ თასის ფინალზე და “ბარსელონასთან” გადამწყვეტ ბრძოლაზე ფიქრობს. ამიტომ, ტურინელებისგან ძირითად შემადგენლობას არ უნდა ველოდოთ, რითიც უნდა ისარგებლოს ევროპის ლიგის საგზურისთვის მებრძოლმა “ინტერმა”.
თუმცა, მილანელები ამ მნიშვნელოვან შეხვედრას ლიდერის, ერნანესის გარეშე ხვდებიან. “ლაციოს” კარში დუბლის ავტორი ბრაზილიელი ფეხბურთელი ტურინელებთან მატჩს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს.
რომა – უდინეზე
მილანში განცდილი მარცხის შემდეგ “რომა” საკუთარი გულშემატკივრების თვალწინ “უდინეზესთან” მოგებაც ეცდება. “მგლებს” გასულ ტურში აშკარად გაუმართლათ, როცა “ლაციოსგან” საჩუქარი მიიღეს და მეორე პოზიციის შენარჩუნება მოახერხეს. თუმცა, კონკრენტების იმედზე ყოფნა სოლიდური გუნდების საქმე არ არის, რომაელები კი საკუთარ თავს სწორედ ასეთად თვლიან.
მოტივაციის გარეშე დარჩენილ “უდინეზესთან” “რომა” აშკარა ფავორიტად ითვლება და დიდი ალბათობით სამ ქულასაც უპრობლემოდ მოიპოვებს.
სამპდორია – ლაციო
ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურით ადრე “ლაციო” მესამე ადგილზეა და “ნაპოლის” სამი ქულით უსწრებს. დასკვნით ტურებში კი რომაელებს დერბი და ნეაპოლში სტუმრობა ელით, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეს “ლაციოს” გამარჯვება და სამი ქულა აუცილებლად ესაჭიროება, რაც იოლი ნამდვილად არ იქნება.
“სამპდორიას” საკუთარი, ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანები აქვს გადასაწყვეტი, რაც ევროპის ლიგის საგზურის მოპოვებას ეხება. სინიშა მიხაილოვიჩის შეგირდებმა გათამაშების მეორე წრე პირველზე სუსტად ჩაატარეს, თუმცა გასულ კვირას წარუმატებელი სერია “უდინეზეს” განადგურებით შეწყვიტეს.
ტურის ყველა მატჩი
16.05 | 20:00 | ინტერი | -:- | იუვენტუსი | დაწვრილებით | |||
16.05 | 22:45 | სამპდორია | -:- | ლაციო | დაწვრილებით | |||
17.05 | 14:30 | სასუოლო | -:- | მილანი | დაწვრილებით | |||
17.05 | 17:00 | კალიარი | -:- | პალერმო | დაწვრილებით | |||
17.05 | 17:00 | ატალანტა | -:- | ჯენოა | დაწვრილებით | |||
17.05 | 17:00 | ვერონა | -:- | ემპოლი | დაწვრილებით | |||
17.05 | 17:00 | ტორინო | -:- | კიევო | დაწვრილებით | |||
17.05 | 22:45 | რომა | -:- | უდინეზე | დაწვრილებით | |||
18.05 | 21:00 | ფიორენტინა | -:- | პარმა | დაწვრილებით | |||
18.05 | 23:00 | ნაპოლი | -:- | ჩეზენა | დაწვრილებით |